ფეხბურთი

11:58 | 28.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინელები ახალ მწვრთნელს შეუთანხმდნენ

არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტი კლაუდიო ტაპია აცხადებს, რომ ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი უკვე შერჩეულია. მართალია არგენტინული ფეხბურთის მმართველი მისი დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს, თუმცა ადგილობრივი მედია დარწმუნებულია, რომ ეს, “სევილიას” ამჟამინდელი თავკაცი ხორხე სამპაოლია, რომელთან მოლაპარაკების მიმდინარეობის ფაქტი თავად ტაპიამ ცოტა ხნის წინ დაადასტურა.

“გადაწყვეტილება მიღებულია და ოფიციალურად შესაფერის დროს გამოცხადდება. ყველა მხარეს პატივი უნდა ვცეთ. მოდით მშვიდად დაველოდოთ” - განუცხადა ჟურნალისტებს ტაპიამ.

არგენტინის ეროვნულ ნაკრებს გასული წლის აგვისტოდან ედგარდო ბაუსა წვრთნიდა, რომელიც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო თანამდებობიდან მიმდინარე თვეში დაითხოვეს.

რაც შეეხება სამპაოლის, როგორც ირკვევა, “სევილიასა” და 57 წლის არგენტინელ სპეციალისტს შორის არსებული კონტრაქტის გასაუქმებლად, არგენტინის საფეხბურთო ასოციაციას ესპანური კლუბისთვის 1,5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114195