ფეხბურთი

14:28 | 28.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი დაიწყო

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის ახალი კურსი დაიწყო. მონაწილეებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე და სფფ-ის რეგიონთა და ახალგაზრდული ფეხბურთის განყოფილების ხელმძღვანელი, გოჩათამაზაშვილი შეხვდნენ, კურსის მნიშვნელობა გააცნეს და წარმატებული სასწავლო პროცესი უსურვეს.

მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი 10 დღის განმავლობაში ჩატარდება და მოიცავს როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ კომპონენტს. ამ ეტაპზესწავლებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 25 ლიცენზიის მაძიებელი გაივლის.

აღნიშნული კურსი მწვრთნელთა განათლების პროგრამის პირველი საფეხურია, რის შემდეგაც 1 წლის სამუშაო სტაჟის მქონე მწვრთნელებს უკვე საშუალებაექნებათ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე გააკეთონ განაცხადი.

სფფ-ის პრესსამსახური

0.107619