კალათბურთი

11:36 | 28.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია შესაძლოა ნბა-ში დაბრუნდეს

საქართველოს ნაკრებისა და “ბასკონიას” ფორვარდი თორნიკე შენგელია შესაძლოა ნბა-ში დაბრუნდეს. აღნიშნულ ინფორმაციას basquetplus.com-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, შენგელია ესპანურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და ზაფხულში ნბა-ში დაბრუნებას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს შენგელია დრაფტზე 54-ე ნომრად “ფილადელფიამ” აირჩია, საიდანაც თოკო “ბრუკლინში” აღმოჩნდა, შემდეგ იყო “ჩიკაგო ბულზი”.

შენგელიას ნბა-ში სულ 45 მატჩი აქვს ჩატარებული, ის საშუალოდ 5,5 წუთს თამაშობდა და 1,3 ქულას აგროვებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118979