თამაშგარე

10:28 | 28.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლოპესაანთ ჯენიფერას დიდი ორგანოების ამბავი

არა, კი ბერდება ეს ჩვენი ლოპესაანთ ჯენიფერა და ძველებურად აღარ უციალებს თვალები, მაგრამ ჯენიფერი ისეთი ქალი არაა, ძველი გუნებაგანწყობილებები და ჩვეულებანი უცბად დაივიწყოს და მისი გულიც თუ ისეთივე დიდია, როგორც ჩამოსაჯდომი ალაგი, აი მაგან უნდა სთქოს, ორგანოებს მე ვატარებ თუ ვატარებო.

ჯენიფერ ლოპესს ნამეტნავად უყვარს ამერიკული ფეხბურთი და არაერთხელ დაულანდავთ ეს ცნობილი მსახიობი პირზე ცხაურაფარებულთა თამაშებზე, მაგრამ ამ ბოლო დროს, რამდენიმე წელია ლოპესის სპორტისადმი ტრფიალების არაფერი გაგვიგია და ბევრმა ისიც კი თქვა, რაღა დროს ამის სპორტია, ახლა ის დროა, ფუშფუშა კაბა ჩაიცვას და ხელში მარაო დაიჭიროსო.

მაგრამ, როგორც დასაწყისშიც ვთქვით, ლოპესანთ ჯენიფერა თურმე არაფერს ივიწყებს. ამასწინათ, ჯენიფერი ადრე პოპულარულ, ახლა კი ინვალიდის ეტლში ჩამჯდარ მავან ამერიკელ მობურთალს სახლში ეწვია, მოიკითხა, ჩაკოცნა და საჩუქრებითაც გაუხარა ბეჩავი გული. ასეთი დედაკაცი რომ სახლში მოგადგება, მოდი და ქოჩორა ქათამს ფეხაპლაკვით ნუ წამოაწვენ კუნძზე...

0.15921