ისტორია

9:44 | 28.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

28 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1970 - დაიბადა დიეგო სიმეონე. არგენტინის ეროვნული ნაკრების, “ველეს სარსფილდის”, “სევილიას”, “რასინგის,” “ლაციოსა” და მადრიდის “ატლეტიკოს”ფეხბურთელი. არგენტინელთა ნაკრებში ჩაატარა 106 მატჩი (“ალბისელესტეს” ისტორიაში მესამე შედეგი), გაიტანა 11 გოლი. 1993 და 1995 წლებში გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. ატლანტის 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი. ესპანეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი. იტალიის თასისა და სუპერთასის მფლობელი. მოგებული აქვს უეფას თასი და ევროპის სუპერთასი. წვრთნიდა არგენტინულ “რასინგს”, “ესტუდიანტესს”, “რივერ პლეიტს”. 2006-ში “ესტუდიანტესს” 23 წლიანი პაუზის შემდეგ არგენტინის ჩემპიონობა (აპერტურა) მოაპოვებინა. 2008 წელს “რივერ პლეიტი” არგენტინის ჩემპიონი (კლაუსურა) გახადა. დიეგო სიმეონე ამჟამად მადრიდის “ატლეტიკოს” დამრიგებელია და გუნდს ევროპა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონობა და თასი მოაგებინა. 2014 წელს „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1877- ლონდონში ოფიციალურად შედგა საფეხბურთო სტადიონის “სტემფორდ ბრიჯის” გახსნა. მოგვიანებით ეს სარბიელი ‘ჩელსის” საშინაო ასპარეზად იქცა.

1901- ბელგიისა და ჰოლანდიის ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდებმა ერთმანეთში პირველი მატჩი ჩაატარეს. შეხვედრა ბელგიელებმა 8:0 მოიგეს.

1923- გაიხსნა ლონდონის ლეგენდარული “უემბლის” სტადიონი. ინგლისის ლიგის თასის გათამაშების ფინალურ მატჩში ერთმანეთს “ბოლტონ უონდერერზი” და იმხანად მეორე დივიზიონის წარმომადგენელი “ვესტ ჰემი” შეხვდნენ. შეხვედრა “ბოლტონმა” მოიგო (2:0). მატჩზე დასწრების მსურველების რაოდენობამ სტადიონის ტევადობამ საგრძნობლად გადააჭარბა და სხვადასხვა მონაცემით საფეხბურთო ასოციაციის თასის 1923 წლის ფინალურ შეხვედრას 240 ათასამდე მაყურებელი დაესწრო. მატჩი 45 წუთის დაგვიანებით დაიწყო, რადგან ქომაგებმა სათამაშო მინდორზე შეაღწიეს.

1930- ბეისბოლში პირველი მატჩი ჩატარდა სტადიონზე დამონტაჟებული განათების მეშვეობით.

1931- 1932 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლება ქალ ველოსიპედისტებს დართეს.

1966- ეროვნული საკალათბუღტო ასოციაციის ფლეი-ოფში “ბოსტონ სელტიკსმა” “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” დაამარცხა და ნბა-ს რიგით მეოცე ჩემპიონი გახდა.

1967- სუპერმძიმეწონოსანმა მოკრივემ მუჰამედ ალიმ ამერიკის არმიაში სამსახურზე და ვიეტნამში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და პროტესტის ნიშნად, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დათმო.

1987- ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გაფართოვების გადაწყვეტილება მიიღო. 1988 წლიდან ნბა-ს რეგულარულ ჩემპიონატში შარლოტისა და მაიამის, 1989-დან კი მინეაპოლისისა და ორლანდოს გუნდებს დართეს თამაშის ნება.

1991- ფორმულა-1-ის იმოლას (სან მარინო) გრან-პრი ბრაზილიელმა აირტონ სენამ (“მაკლარენი”) მოიგო.

1990- “ბოსტონ სელტიკსმა” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფის შედეგიანობის რეკორდი აჩვენა. მასაჩუსეტსელებმა “ნიუ იორკ ნიკზი” 157:128 დაამარცხეს.

1993- კატასტროფა განიცადა ზამბიის საჰაერო-სამხედრო ძალების თვითმფრინავმა. დაიღუპა 30 ადამიანი, რომელთაგან 18 ზამბიის საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი და 2 მწვრთნელი იყო. ზამბიელები ამერიკის 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის ჩასატარებლად სენეგალის დედაქალაქ დაკარში მიემგზავრებოდნენ.

1999- ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმათბილისშინორვეგიასთან 1:4 წააგო. ქართველთაგან გოლი ზაზა ჯანაშიამ გაიტანა.

2005- UEFA-ს თასის გათამაშების პირველ ნახევარფინალურ მატჩებში, “პარმამ” და მოსკოვის ცსკა-მ უგოლოდ ითამაშეს, ხოლო ლისაბონის “სპორტინგმა” “ალკმაარს” 2:1 მოუგო.

2009- ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში “კამპ ნოუზე” “ბარსელონა” და “ჩელსი” 0:0 დაზავდნენ.

ამ დღეს დაიბადნენ

1922- ისერ კუპერმანი. ასუჯრედიან შაშში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი.

1938- ვიქტორ ბანიკოვი. საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრების, კიევის “დინამოსა” და მოსკოვის “ტორპედოს” გოლკიპერი. 1964 და 1970 წლების სსრკ-ს საუკეთესო მეკარე.

1940- ვალერი მასლოვი. საბჭოთა ფეხბურთელი და ბურთიანი ჰოკეის მოთამაშე. ორივე სახეობაში გამოდიოდა მოსკოვის “დინამოში”. ფეხბურთში მოპოვებული აქვს საკავშირო პირველობის ჩემპიონობა და ქვეყნის თასი (ორჯერ). საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ბურთიან ჰოკეიში რვაჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

1944- გურამ გოგოლაური. 80 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოსიტებს შორის ევროპის 1972-74 წლებისჩემპიონი (გუნდური). პირად ასპარეზობაში ევროპის პირველობების ორგზის ვერცხლისა (1971, 1972) დაბრინჯაოს (1973) მედლების მფლობელი. 1972 წლის მიუნხენის ოლიპიადაზე დაიკავა მეხუთე ადგილი.გამოდიოდასამბოშიც და საბჭოთა კავშირის ხალხთა მეხუთე სპარტაკიადის ჩემპიონი გახდა. ძიუდოშისაბჭოთაკავშირის ჩემპიონატების ვერცხლისა (1974) და ბრინჯაოს (1973) მედლების მფლობელი. სპორტისდამსახურებული ოსტატი.

1946- შენგელი ფიცხელაური. ძიუდოში 1973 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლისმფლობელი.ევროპის სამგზის ჩემპიონი (1973-1975, გუნდური). საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.

1948- კაბინიო. 1970-80-იანი წლების ბრაზილიელი ფეხბურთელი. ამპლუით ფორვარდმა განსაკუთრებულ წარმატებას მექსიკაში გამოსვლისას მიაღწია. რვაჯერ გახდა ქვეყნის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი (შვიდჯერ ზედიზედ). 1977 წელს მექსიკის ჩემპიონის ტიტულს დეუფლა.

1953- ქრისტოს არდიზოგლუ. 1970-80-იან წლებში საბერძნეთის ნაკრებისა და ათენის აეკ-ის ფორვარდი. ბერძენთა ეროვნული გუნდის 45 მატჩში გაიტანა 4 გოლი. ორჯერ გახდა საბერძნეთის ჩემპიონი და ამდენჯერვე ფლობდა ელადელთა ეროვნულ თასს.

1960- ვალტერ ძენგა. იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “სამპდორიასა” და “ინტერის” გოლკიპერი. 1989 და 1990 წლებში დაასახელეს მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ. “სკუადრა აძურაში” ჩაატარა 58 მატჩი. 1989 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი და დაეუფლა ქვეყნის სუპერთასს. 1991 და 1994 წლებში მოიპოვა უეფას თასი. წვრთნიდა ბერძნულ “ეგალეოსა” და ბუქარესტის “ნაციონალს”, “კატანიას”.

1964- გია გალდავა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის საერთაშორისო კლასის სპორტისოსტატი.საქართველოს ოლიმპიური გუნდის მწვრთნელი (1994-2004). იყო საქართველოს სპორტისდეპარტამენტისთავმჯდომარის მოადგილე. ვახტანგ გორგასლის მასამე და ღირსების ორდენების კავალერი.

1969- ოლგა სლიუსარევა. რუსი ველოსიპედისტი. ევროპის სამგზის ჩემპიონი. სიდნეის 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1970 - დიეგო სიმეონე. არგენტინის ეროვნული ნაკრების, “ველეს სარსფილდის”, “სევილიას”, “რასინგის,” “ლაციოსა” და მადრიდის “ატლეტიკოს”ფეხბურთელი. არგენტინელთა ნაკრებში ჩაატარა 106 მატჩი (“ალბისელესტეს” ისტორიაში მესამე შედეგი), გაიტანა 11 გოლი. 1993 და 1995 წლებში გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. ატლანტის 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი. ესპანეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი. იტალიის თასისა და სუპერთასის მფლობელი. მოგებული აქვს უეფას თასი და ევროპის სუპერთასი. წვრთნიდა არგენტინულ “რასინგს”, “ესტუდიანტესს”, “რივერ პლეიტს”. 2006-ში “ესტუდიანტესს” 23 წლიანი პაუზის შემდეგ არგენტინის ჩემპიონობა (აპერტურა) მოაპოვებინა. 2008 წელს “რივერ პლეიტი” არგენტინის ჩემპიონი (კლაუსურა) გახადა. დიეგო სიმეონე ამჟამად მადრიდის “ატლეტიკოს” დამრიგებელია და გუნდს ევროპა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონობა და თასი მოაგებინა. 2014 წელს „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

1973- პედრო პაულეტა. პორტუგალიის ეროვნული ნაკრების, “ბორდოსა” და პსჟ-ს ფეხბურთელი.

1974- დომინიკ მატეო. შოტლანდიის ეროვნული ნაკრების, “ლივერპულის,” “ლიდსისა” და “ბლექბერნის” ფეხბურთელი.

1977- რონი. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების, “ფლუმინენსეს,” “კრილია სოვეტოვისა” და “რუბინის”ფეხბურთელი.

1977- სერხიო სანჩესი. მადრიდის “ატლეტიკოსა” და “ესპანიოლის” ფეხბურთელი.

1979- პასკალ იოჰანსენი. “სტრასბურგისა” და “მარსელის” ფეხბურთელი.

1981- ჯორჯ მაკარტნი. ჩრდილო ირლანდიის ეროვნული ნაკრებისა და “სანდერლენდის” ფეხბურთელი.

1983- კონსტანტინე კუპატაძე. 57 და 60 კგ წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის ევროპისპირველობისორგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (2002, 2004). ათენის 2004 წლის ოლიმპიური თამაშებისმონაწილე.მოგებული აქვს დაღესტნისა და ესტონეთის კლასის ტურნირები.

ამ დღეს გარდაიცვალა

2005- რედ ჰორნერი. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ტორონტო მეიფლ ლივზის” ლეგენდარული მოთამაშე. “დიდების დარბაზის” წევრი. გარდაიცვალა 95 წლის ასაკში.

0.111632