ფეხბურთი

4:00 | 28.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: მესამე ადგილისთვის ბრძოლა დაიძაბა

ლა ლიგის 34-ე ტურის დასკვნით სათამაშო დღეს “სევილიამ” საკუთარ მოედანზე “სელტა” დაამარცხა და ქულებით მე-3 ადგილოსან “ატლეტიკოს” გაუთანაბრდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ “დალაქები” მალევე დაწინაურდნენ: 49-ე წუთზე ხოაკინ კორეამ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და ალვარესს აუღებელი დაურტყა. მასპინძელთა სიხარულმა ორ წუთს გასტანა – ლენგლეტმა საკუთარ საჯარიმოში გუიდეტის წინააღმდეგ წესების დარღვევით ითამაშა და ხესუს ხილ მანსანომ პენალტი დანიშნა, რომელიც იაგო ასპასმა გოლად აქცია და მიმდინარე ლა ლიგაში მე-17 გოლი გაიტანა (მხოლოდ მესის, სუარესს და რონალდუს ჩამორჩება). ასპასის გოლიდან სამ წუთში პაბლო ერნანდესმა მეორე გაფრთხილება მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

“სევილიამ” რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და მეტოქეს უმალ შეუტია. ანდალუსიელებმა რამდენიმე კარგი შანსი შექმნეს, რომელთაგან გამოსარჩევი სერხიო ესკუდეროს მომენტია, რომელმაც 69-ე წუთზე ხარიხას მოარტყა ბურთი. “დალაქებმა” დაწინაურება 78-ე წუთზე შეძლეს: სამირ ნასრის კარგი გარჯა ვისამ ბენ იედერმა დაუფასა და ახლო მანძილიდან შეაგდო – 2:1.

ევროპა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი “ბილბაო” შინ “ბეტისს” დაუხვდა, საჭირო 3 ქულა მოიპოვა და მე-6 ადგილი დაიბრუნა, ხოლო “ალავესის” და “ეიბარის” დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

სევილია – სელტა 2:1 (0:0)

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, ლენგლეტი, პარეხა, ესკუდერო, მარიანო, ნ’ზონზი, იბორა, სარაბია (ნასრი 64), განსო (კრანევიტერი 87), ხ.კორეა, იოვეტიჩი (ბენ იედერი 76).
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

სელტა (4-2-3-1): ს.ალვარესი, კაბრალი, ფონტასი, ხონი, მალიო, ვასი (ბონგონდა 81), რადოია, პ.ერნანდესი, სისტო (ბივუ 85), ასპასი, გუიდეტი (რონკალია 65).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლები: 1:0 ხ.კორეა (49), 1:1 ასპასი (53 პენ.), 2:1 ბენ იედერი (79)
გაფრთხილებები: სარაბია – პ.ერნანდესი, მალიო, კაბრალი
გაძევება: პ.ერნანდესი (56)
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

ალავესი – ეიბარი 0:0

ვიტორია, “ესტადიო მენდიზოროცა”

ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო, ფედალი (ალექსისი 46), ელი, კიკო, ტ.ერნანდესი, მ.გარსია (რომერო 65), მ.ლორენტე, კამარასა, იბაი, მენდეში (კატაი 80), დეივერსონი.
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

ეიბარი (4-2-3-1): რიესგო, გალვესი, ლეიუნი, კაპა, ხუნსა, დ.გარსია, რივერა, ინუი, ადრიანი (იოელი 28), კიკე (არბილია 74), ენრიჩი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

გაფრთხილებები: მ.გარსია, ფედალი, ტ.ერნანდესი, ელი – რივერა, კიკე
გაძევება: რიესგო (26)
მსაჯი: ტრახილიო სუარესი

ბილბაო – ბეტისი 2:1 (0:0)

ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა, ლაპორტე, ი.ალვარესი, ბალენსიაგა, დე მარკოსი, სან ხოსე, ბენიატი (მ.რიკო 88), რ.გარსია (იტურასპე 74), სუსაეტა (უილიამსი 78), მუნიაინი, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ბეტისი (5-4-1): ადანი, პაცელა, მანდი, ხ.კარლოსი (ალეგრია 70), ა.მარტინესი, სეხუდო, ბრასანაჩი (ხოაკინი 58), პეტროსი (პარდო 68), სებალიოსი, მარტინი, რ.კასტრო.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

გოლები: 1:0 ადურისი (53 პენ.), 2:0 მუნიაინი (60), 2:1 რ.კასტრო (63)
გაფრთხილებები: სუსაეტა – ბრასანაჩი, მანდი, ადანი
მსაჯი: გონსალეს გონსალესი

თეგებილა ლიგა
0.143638