ფეხბურთი

22:52 | 27.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო მოჯი ფეხბურთში დაბრუნდა

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი გენერალური დირექტორი ლუჩანო მოჯი საფეხბურთო საქმიანობას დაუბრუნდა. 79 წლის იტალიელი ამიერიდან ალბანეთში, კერძოდ, ტირანას “პარტიზანში” მრჩევლად იმუშავებს.

“მადლობა ამ შეთანხმებისთვის და იმისთვის, რომ მოჯი თავის გამოცდილებას ჩვენს გუნდს მოახმარს, რომელსაც სურს იყოს წარმატებული არამარტო სამშობლოში, არამედ ევროპულ ასპარეზზეც”, - ნათქვამია “პარტიზანის” ოფიციალურ განცხადებაში.

ლუჩანო მოჯი ერთ დროს იტალიაში ყველაზე პოპულარული ადამიანი გახლდათ. სწორედ მის სახელს უკავშირდება 90-იან წლებში ტურინის “იუვენტუსის” წარმატებული თამაში. თუმცა, იმავდროულად 2006 წელს “ბებერი ქალბატონის” სკანდალში გახვევა, რასაც სერია B-ში დაქვეითება მოჰყვა, ხოლო მოჯის გარკვეული პერიოდით საფეხბურთო საქმიანობა აკრძალული ჰქონდა.

0.13693