ფეხბურთი

18:43 | 27.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფელიპე მელოს კრივი ლიბერტადორესის თასზე (+VIDEO)

დიდი ამბები იყო გუშინ მონტევიდეოში, სადაც კოპა ლიბერტადორესის მატჩი გაიმართა ადგილობრივ “პენიაროლსა” და “პალმეირასს” შორის – შეხვედრის დასრულების შემდეგ მოედანზე სიტუაცია დაიძაბა და ფეხბურთელებმა ერთმანეთში მუშტი-კრივი გამართეს. განსაკუთრებით გამოირჩა ფელიპე მელო, რომელმაც ურუგვაელთა სათადარიგო ფეხბურთელი კარგა გვარიანად სცემა...

საერთოდ, ფელიპე მელო მშვიდი ხასიათით არასდროს გამოირჩეოდა და დიდად გასაკვირი, რომ გუშინდელ ჩხუბში მთავარ როლში იყო, არც არაფერია.

სხვათა შორის, დაპირისპირება გასახდელშიც გაგრძელდა და გარდა ამისა, ტრიბუნებზე ქომაგებმაც არ დააკლეს ერთმანეთს. ჯერჯერობით უცნობია რა სანქციები მოჰყვება აღნიშნულ ინციდენტს და განსაკუთრებით როგორ დაისჯება ურჩი ფელიპე მელო.

უშუალოდ მატჩი კი, “პალმეირასმა” 3:2 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.122967