სხვა

18:02 | 27.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

 “თუ რინგს არ დატოვებ, ქვეყნიდან გაგაძევებენ!” (VIDEO)

TNA-ს წესებით ბრძოლაში ყაზანში გამართული ტურნირის 1/8-ფინალური ბრძოლა რუს ანტონ კალინინსა და ყირგიზ დასტან შარშეევს შორის სკანდალურად დასრულდა. მსაჯებმა გამარჯვებულად რუსი სპორტსმენი გამოაცხადეს, რაც შარშეევმა გააპროტესტა და რინგის დატოვებაზე უარი განაცხადა, საპასუხოდ კი მსაჯისგან მუქარა მიიღო - თუ ის რინგს არ დატოვებდა, ქვეყნიდან გააძევებდნენ ან გამოკეტავდნენ. თუმცა ყირგიზი სპორტსმენი ამით ვერ შეაშინეს, მან რინგიდან გასვლამდე დარბაზში შეკრებილთ მიმართა და მაყურებლებს მიანდო მომხდარის შეფასება.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ყირგიზ სპორტსმენს ტურნირის ორგანიზატორებმა ბოდიში მოუხადეს და აღნიშნეს, რომ მსაჯის მხრიდან დეპორტაციით დამუქრება უადგილო იყო. შარშეევი კი ამბობს, რომ მომხდართან შეგუებას არ აპირებს და მსაჯებს ეროვნებათა შორის შუღლის გაღვივების მცდელობისთვის უჩივლებს.

0.114791