ჩოგბურთი

13:07 | 27.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუშარი: “შარაპოვა მატყუარაა”

კანადელმა ჩოგბურთელმა ეჟენი ბუშარმა მარია შარაპოვას შესახებ კომენტარი გააკეთა.

“ის მატყუარაა და არც ერთი სპორტი მატყუარების უკან დაბრუნებას არ უნდა უზრუნველყოფდეს. ეს ძალიან უსამართლოა ყველა სხვა პატიოსანი მოთამაშისთვის”- განაცხადა ბუშარმა.

შეგახსენებთ, რომ მარიას აკრძალული პრეპარატის მელდონიუმის მიღება დაუდგინა და 2016 წლის იანვრიდან დისკვალიფიცირებული იყო. ის კორტს გუშინ დაუბრუნდა - შტუტგარტის ტურნირის ხელმძღვანელობამ შარაპოვას “ვაილ ქარდი” მისცა და სწორედ ეს გახდა ბუშარის აღშფოთების მიზეზი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115343