კალათბურთი

11:49 | 27.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბოსტონი” და “ვაშინგტონი” დაწინაურდნენ (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის ორი შეხვედრა გაიმართა.

“ვაშინგტონმა” შინ “ატლანტა” 103:99 დაამარცხა და სერიში 3:2 დაწინაურდა. დედაქალაქელები მეორე პერიოდის ბოლოს გავიდნენ წინ და მას შემდეგ ჯორჯიელები მდევრის როლში გახლდნენ. მატჩში ყველაზე მეტი 29 ქულა შროდერმა ჩააგდო. “ვაშინგტონში” ბილი 27 ქულით გამოირჩა. ჯონ უოლმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 20 ქულა, 14 პასი და 6 მოხსნა. სერიის მომდევნო შეხვედრა ჯორჯიაში 29 აპრილს, თბილისის დროით 03:00 სააათზე გაიმართება.

“ბოსტონმა” საკუთარ დარბაზში “ჩიკაგო” 108:97 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი ბოლო პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ბოსტონელებმა 29:16 მოიგეს. “ბოსტონში” 24-24 ქულით ტომასი და ბრედლი გამოირჩნენ. “ჩიკაგოში” 26 ქულით, 11 მოხსნით და 8 პასით უეიდი საუკეთესო იყო. სერიას თავიდან “ჩიკაგო” 2:0-ს იგებდა , მაგრამ “ბოსტონმა ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო და 3:2 დაწინაურდა, სერიის მომდევნო შეხვედრა “ჩიკაგოში” 29 აპრილს, 04:00 საათზე გაიმართება.

“ვაშინგტონი” – “ატლანტა” 103:99 (23:25, 27:24, 33:30, 20:20) VIDEO

“ბოსტონი” – “ჩიკაგო” 108:97 (23:20, 29:30, 27:31, 29:16) VIDEO

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118946