ისტორია

8:46 | 27.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

27 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

2014 - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა. 2013 წელს ბუდაპეშტში გამართული ფინალური მატჩის მსგავსად, ქართველმა ძიუდოისტებმა ფრანგულ მონპელიეშიც რუსები დაამარცხეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ბადალი არ ჰყავთ. 2014 წლის პირველობის ფინალში გამარჯვებები ნუგზარ ტატალაშვილმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა, ადამ ოქრუაშვილმა მოიპოვეს, ერთადერთი მარცხი კი შალვა ქარდავამ განიცადა და საქართველოს ნაკრებმა 4:1 იმარჯვა. ნაკრების მწვრთნელი ირაკლი უზნაძე იყო.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1897 - ბირმინგემის “ასტონ ვილას” წევრი, ჩარლზ ატერტონი პირველი ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომელმაც ერთ სეზონში ასოციაციის თასი და პირველი დივიზიონის ჩემპიონობა მოიპოვა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებში სამი მატჩი ჩაატარა.

1903 - იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა. ეს პატივი წილად “ჯენოას” ხვდა. ჩრდილოიტალიელები საფრანგეთში ნიცას ესტუმრნენ და ამავე სახელწოდების გუნდს 3:0 მოუგეს.

1905 - ლონდონის “ჩელსიმ” პირველი კონტრაქტი გააფორმა. მან, 100 გირვანქად ბობ მაკრობერტსი შეიძინა. ამის წყალობით, კლუბი ინგლისის საფეხბურთო ლიგაში გაწევრიანდა. თავად მაკრობერტსმა კი, დედაქალაქური გუნდის ღირსება 104-ჯერ დაიცვა.

1908 - ლონდონში თანამედროვეობის მეოთხე ოლიმპიადა გაიხსნა. ხუთი რგოლის ეგიდით მიმდინარე თამაშები ოფიციალურად დიდი ბრიტანეთის მეფემ, ედუარდ მეექვსემ გახსნა. თამაშებში მონაწილეობა 22 ქვეყნის 2035 სპორტსმენმა (1999 მამაკაცმა და 36 ქალმა) მიიღო. თავდაპირველად, ოლიმპიადა რომში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ 1906 წლის 7 აპრილს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად, ნეაპოლი მნიშვნელოვნად დაზიანდა, იტალიის მთავრობამ ფულადი სახსრები მის აღსადგენად მიმართა და ოლიმპიადის მასპინძლობაზე უარი განაცხადა.

1956 - ლეგენდარული მძიმეწონოსანი მოკრივე, როკი მარჩიანო რინგიდან მსოფლიოს ჩემპიონის რანგში დაუმარცხებელი წავიდა. მან 49 ორთაბრძოლიდან ყველა მოიგო.

1961 - ეროვნულმა საფეხბურთო ლიგამ (NFL) ოფიციალურად სცნო აშშ-ს ოჰაიოს შტატში დაარსებული “დიდების დარბაზი”.

1968 - ჯიმი ელიასმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის ჯერი ქვორი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1974 - თავისი უკანასკნელი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა შოტლანდიის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა დენის ლოუმ. იგი ერთადერთი შოტლანდიელი ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის წლის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი “ოქროს ბურთი” გადაეცა.

1975 - ფორმულა1-ის “მონჟუიკ პარკის” (ბარსელონა) გრან-პრი იოჰან მასმა (“მაკლარენი”) მოიგო.

1985 - კანადის ქალაქ კალგარიში მიმდინარე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება დართეს პროფესიონალ ფეხბურთელებს, ჰოკეისტებსა და ჩოგბურთელებს.

1987 - მჩატე წონითი კატეგორიის ქალ მოკრივეთა შორის, მსოფლიოს ჩემპიონმა მარიან ტრიმაირმა (Lady Tiger) შიმშილობა გამოაცხადა. იგი ქალ მოკრივეთა უფლებების დაცვას მოითხოვდა.

1994 - გერმანიის ბუნდესლიგაში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა. დაინიშნა “ბაიერნისა” და “ნიურბერგის” მატჩის (თამაში “ბაიერნმა” 2:1 მოიგო) გადათამაშება, რადგან ვიდეოჩანაწერმა დაადასტურა, რომ მიუნხენელთა ერთ-ერთი გოლის დროს, ბურთს ნიურბერგელთა კარის ხაზი არ გადაუკვეთავს.

2005 - ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში, ლონდონის “სტემფორდ ბრიჯზე” “ჩელსიმ” და “ლივერპულმა” უგოლოდ დაასრულეს თამაში.

2005 - ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში კვლავ ითამაშა რომარიომ. იმხანად 39 წლის ლეგენდარულმა ფორვარდმა გვატემალას წინააღმდეგ ტესტ-მატჩში მიიღო მონაწილეობა. ეს შეხვედრა რომარიოსთვის უკანასკნელი საერთაშორისო მატჩი იყო და ნაკრებს იგი გატანილი გოლით დაემშვიდობა.

2006 - მოსკოვში გამართულ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, დავით ბედინაძემ (60 კგ) ვერცხლის, ხოლო მანუჩარ კვირკველიამ (74 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

2007 - ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ თავისი ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი ფინანსური სანქცია (5.5 მილიონი გირვანქა) დააკისრა კლუბს. ამ თანხით “ვესტ ჰემ იუნაიტედი” დაჯარიმდა, რომელმაც კარლოს ტევესისა და ხავიერ მასკერანოს ტრანსფერებთან დაკავშირებით რეგულირების მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია.

2008 - ფორმულა1-ის ბარსელონას გრან-პრი ფინელმა პილოტმა კიმი რაიკონენმა მოიგო, მეორეზე ბრაზილიელი ფელიპე მასა გავიდა, მესამეზე – დიდი ბრიტანელი ლუის ჰემილტონი.

2010 - უეფას ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში მიუნხენის “ბაიერნის” ხორვატმა ფორვარდმა ივიცა ოლიჩმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. გერმანელებმა ფრანგული “ლიონი” 3:0 დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ. “ბაიერნი” მერვედ და 2001 წლიდან მოყოლებული პირველად გავიდა ევროპის უპირველესი საკლუბო ტურნირის ფინალში.

2011 - ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალი. “რეალი”-“ბარსელონა” 0:2

2012 - “ბარსელონას” მთავარმწვრთნელობიდან პეპ გვარდიოლა გადადგა.

2013 - ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) და ადამ ოქრუაშვილმა (100+).

2014 - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა. 2013წელს ბუდაპეშტში გამართული ფინალური მატჩის მსგავსად, ქართველმა ძიუდოისტებმაფრანგულმონპელიეშიც რუსები დაამარცხეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ბადალი არ ჰყავთ. 2014 წლისპირველობის ფინალში გამარჯვებები ნუგზარ ტატალაშვილმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ვარლამლიპარტელიანმა, ადამ ოქრუაშვილმა მოიპოვეს, ერთადერთი მარცხი კი შალვა ქარდავამ განიცადადასაქართველოს ნაკრებმა 4:1 იმარჯვა. ნაკრების მწვრთნელი ირაკლი უზნაძე იყო.

2014 - “ფენერბაჰჩემ” “რიზესფორთან” უგოლო ფრე ითამაშა, თუმცა ეს საკმარისი გამოდგა ქვეყნის ჩემპიონობის მეცხრამეტედ მოსაპოვებლად. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ “შუქრუ სარაჩოღლუს” სტადიონზე მისული 50 ათასი ფანიდან არცერთი იყო მამაკაცი, ტრიბუნებზე მხოლოდ ქალები და ბავშვები ისხდნენ. ეს ვერდიქტი თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ “ფენერბაჰჩესა” და “გალათასარაის” ფანებს შორის მომხდარი არეულობის გამო გამოიტანა.

ამ დღეს დაიბადნენ

1910 - ვიკტორ მასლოვი. საბჭოთა საფეხბურთო მწვრთნელი. წვრთნიდა მოსკოვის “ტორპედოს”, კიევის “დინამოს”, როსტოვის სკა-ს, ერევნის “არარატს”. მოსკოველებსა და კიეველებს საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა (უკრაინელებს სამჯერ ზედიზედ) და თასი მოაპოვებინა, ერევნელებს – თასი (1975), როსტოველები კი საკავშირო პირველობის ვერცხლის მედლის ლაურეატები გახადა.

1911 - ანტონიო სასტრე. 1930-40-იან წლებში არგენტინული “ინდეპენდიენტეს” ფორვარდი და კაპიტანი. არგენტინის 1939 წლის ჩემპიონი. ქვეყნის უპირველეს დივიზიონში ჩაატარა 340 მატჩი, გაიტანა 112 გოლი. არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში 1941 წელს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი გახდა.

1929 - ნინა პონომარიოვა. ბადროს მტყორცნელი. პირველი საბჭოთა სპორტსმენი რომელმაც ოლიმპიადაზე (ჰელსინკი, 1952 წელი) ოქროს მედლის მოგება მოახერხა. ანალოგიური წარმატება მან 1960 წელს რომის ოლიმპიადაზეც გაიმეორა.

1945 - მარტინ ჩივერსი. ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “საუთჰემპტონის” (1962-68), “ტოტენჰემ ჰოტსპურის” (1968-76), შვეიცარიული “სერვეტის” (1976-78) ფორვარდი. 1972 წელს მოიპოვა უეფას თასი. ფლობდა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისა და ლიგის (ორჯერ) თასებს. 1978 წელს დაასახელეს შვეიცარიის საუკეთესო ლეგიონერად. 1973 წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ უეფას თასის ორ მერვედფინალურ შეხვედრაში ითამაშა და ლონდონის “უაით ჰართ ლეინზე” ქართველებას 2 გოლი გაუტანა. თამაში “ტოტენჰემმა” მოიგო (5:1). ინგლისის ნაკრების 24 მატჩში გაიტანა 13 გოლი.

1946 - ფრანც როტი. 1970-იან წლებში მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოთხგზის ჩემპიონი და ჩემპიონთა თასის მფლობელი. მოგებული აქვს თასების, საკონტინენტთაშორისო და გერმანიის თასები.

1946 - ჯიბილო ნიჟარაძე. მძიმეწონოსანი ძიუდოისტი. 1973 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი. ევროპის ორგზის ჩემპიონი (1975, 1977) და სამგზის პრიზიორი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1974, 1975). ჯიბილო ნიჟარაძე 1993 წელს ტრაგიკულად დაიღუპა.

1950 - პაულინიო პულიჩი. იტალიის ნაკრებისა და “ტორინოს” ფორვარდი. 1973, 1975 და 1976 წლებში გახდა სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი. აპენინელთა უპირველეს დივიზიონში ჩაატარა 401 მატჩი, გაიტანა 142 გოლი. 1976 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი, 1971-ში კი დაეუფლა ქვეყნის თასს. “სკუადრა აძურას” შემადგენლობაში ჩაატარა 19 მატჩი, გაიტანა 5 გოლი.

1962 - რიშარდ ტარასევიჩი. პოლონელი ნახევარმცველი. “შლიონსკის” რიგებში გამოსვლისას ორჯერ მოიპოვა ქვეყნის თასი, 1989 წელს კი პოლონეთის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. პოლონეთის ნაკრებში ჩაატარა 58 მატჩი, გაიტანა 9 გოლი. გამოდიოდა შვეიცარიისა და საფრანგეთის კლუბებშიც.

1967 - ბრიჯით გორდონი. ამერიკელი კალათბურთელი. ქალთა შორის ოლიმპიური ჩემპიონი (1988). გამოდიოდა “საკრამენტო მონარქზში”.

1979 - ვალტერ პანდიანი. ურუგვაის ეროვნული ნაკრების, “პენიაროლის”, “მალიორკას,” “დეპორტივოს”, “ბირმინგემის”, “ესპანიოლის”, “ოსასუნას” ფეხბურთელი. მოპოვებული აქვს ურუგვაის ჩემპიონობა და “მალიორკასთან”, “დეპორტივოსა” და “ესპანიოლთან” ერთად ქვეყნის “სამეფო თასი”. ურუგვაის ნაკრებში ჩაატარა 4 მატჩი.

1984 - სერხიო კონტრერას პარდო (კოკე). “მალაგასა” და “მარსელის” ფეხბურთელი.

0.123193