ფეხბურთი

10:00 | 27.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლორია 10 საუკეთესო მეკარეს შორის - თუმცა, "კრილიაში" სკამზე

გიორგი ლორია რუსეთის პრემიერლიგის 10 საუკეთესო მეკარეს შორის შედის მიმდინარე სეზონის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით. Championat.com-მა ამ დროისთვის რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე მეკარეთა თამაში შეაფასა და აღმოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრების კიპერი ჯამურ ჩამონათვალში მეათე პოზიციაზეა.

„ქართველმა მიმდინარე სეზონში 22-ჯერ ითამაშა - კარში ბურთი 104-ჯერ წავიდა და აქედან ლორიამ მხოლოდ 28 გოლი გაუშვა. ბოლო სამი ტურია იგი სკამზე ზის და შანსი ევგენი კონიუკოვს მიეცა, რომელმაც 3 გოლი გაუშვა“, - წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ ლორიას განსაკუთრებულად წარმატებული სეზონის სტარტი ჰქონდა, როდესაც რამდენჯერმე მოხვდა ტურის სიმბოლურში და მართლაც მაღალ დონეზე ირჯებოდა. თუმცა, ბოლო სამი თამაშია იგი სკამზე ზის.

მიზეზი? – „კრილია სოვეტოვის“ მთავარ მწვრთნელ ვადიმ სკრიპჩენკოს თუ დაეჯერება, ლეგიონერების ლიმიტია. ისე, სამარელები აუტსაიდერთა რიგებში არიან, მაგრამ ამაში ქართველი კიპერის ბრალი ყველაზე ნაკლებადაა და ბელარუსი სპეციალისტის გადაწყვეტილებაც ცოტა არ იყოს, უცნაურია...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113112