ფეხბურთი

21:38 | 26.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

გია გრიგალავამ პრემიერლიგაში გაიტანა (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა გია გრიგალავამ რუსეთის პრემიერლიგაში სამწლიანი პაუზის შემდეგ გოლი გაიტანა - ამჟამად 27 წლის მცველი ტულას "არსენალის" რიგებში გამოდის, რომელსაც ზამთარში შეუერთდა. გიას ახალ გუნდში დებიუტი წინა ტურში "კრასნოდართან" ჰქონდა, როცა სათამაშოდ 5 წუთი დაეთმო, ხოლო ამჯერად "კრილია სოვეტოვის" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში მოხვდა.

30-ე წუთზე კი, თავური დარტყმით ანგარიშიც გახსნა. გრიგალავას პრემიერლიგაში ბოლოს გოლი 2014 წლის 4 მაისს, "ანჟისა" და "ტერეკის" მატჩში ჰქონდა გატანილი.

რაც შეეხება გიორგი ლორიას - იგი ზედიზედ მესამე შეხვედრაა სამარელთა სათადარიგო სკამზე ზის. როგორც მთავარი მწვრთნელი ამას ხსნის, ლეგიონერთა ლიმიტის გამო...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11774