ფეხბურთი

21:10 | 26.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯოი ბარტონი 18 თვით ფეხბურთს ჩამოაშორეს

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ “ბარნლის” ნახევარმცველ ჯოი ბარტონს 18 თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. აღნიშნულ ინფორმაცას ასოციაცია ოფიციალურად ადასტურებს. როგორც ცნობილი გახდა, ვეტერანი ფეხბურთელი ტოტალიზატორში აქტიურად თამაშობდა და ბოლო 10 წლის განმავლობაში 1 200-ზე მეტი ფსონიც განათავსა. გარდა ამისა, ბარტონს ფულადი ჯარიმაც დაეკისრა 30 ათასი ფუნტის სახით.

დანაშაულს ინგლისელიც აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ საქმე ფსიქოლოგიურ პრობლემებთან ჰქონდა და ამიტომაც, სასამართლოში აპელაციის შეტანას გეგმავს.

თუ ჯოი ბარტონს აპელაციაზე და დისკვალიფიკაციის შემსუბუქებაზე უარი ეთქვა, მაშინ იგი საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. ბარტონმა ამის შესახებ თავად განაცხადა.

0.118096