ჩოგბურთი

20:11 | 26.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი გოფინთან დამარცხდა

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბარსელონას ტურნირის მეორე წრეში დავიდ გოფინთან 5:7, 0:6 დამარცხდა.

მსოფლიოს ნომერ მეათე ჩოგბურთელმა ქართველთან პირველი სეტი ცუდად დაიწყო. ნიკოლოზი თავიდან 2:0 დაწინაურდა, თუმცა ამის შემდეგ მაყურებლებმა 6 ბრეიკი იხილეს და საბოლოოდ ბელგიელმა 7:5 იმარჯვა. მეორე სეტში კი გოფინმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და გეიმიც არ მოაგებინა. ურთიერთშეხვედრებში ქართველი დავიდთან 0:2 აგებს.

ბასილაშვილმა კატალონიაში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო. 1/32-ფინალში მსოფლიოს რეიტინგის 61-ე ჩოგანმა იაპონელი ტარო დანიელი დაამარცხა. საბოლოოდ ქართველმა აღნიშნულ ტურნირზე 15, 955 ევრო და 20 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117035