ჭადრაკი

18:55 | 26.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა რეიტინგ ფავორიტს ეთამაშება

ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირი დასასრულს მიუახლოვდა.

საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკე, ასპარეზობის ერთ-ერთი ლიდერი ბაადურ ჯობავა (2712), მერვე ტურში შავებით ნილს გრანდელიუსს(2614, შვედეთი) დაუზავდა. რვა ტურის შემდეგ ჯობავას 6.5 ქულა აქვს და მისი ჩათვლით ტურნირის ექვს მონაწილესთან ანიშ გირთან(2771, ჰოლანდია), გუირატი ვიდიტი სანტოშისთან(2670),ინდეთი), ზოლტან ალმაშისთან(2696, ინდოეთი), აბიჯეეტ გუპთასთან(2607, ინდოეთი) და ნილს გრანდელიუსთან ერთად სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.

რაც შეეხება ტურნირის მეორე ქართველ მონაწილე სოფო გურამიშვილს(2363), იგი მასზე ბევრად უფრო მაღალი რეიტინგის მქონე ბურაკ ფირატისთან(2503) დამარცხდა, ისევ 5.0 ქულა დარჩა და 72 ადგილი უკავია.

ბოლოსწინა, მეცხრე ტურში ჯობავას მეტოქე ტურნირის რეიტინგ ფავორიტი, ასპარეზობის ერთ-ერთი ლიდერი სოფო გურამიშვილის მეუღლე ანიშ გირი იქნება. გურამიშვილი კი ჯონ დოკნიას(2216, კანადა) ეთამაშება.

0.112342