კალათბურთი

0:50 | 27.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

პორზინგისი ევრობასკეტზე ითამაშებს

“ნიუ იორკ ნიქსის” ფორვარდი კრისტაპს პორზინგისი ლატვიის ნაკრებთან ერთად 2017 წლის ევრობასკეტზე იასპარეზებს, აღნიშნულ ინფორმაციას Sportando ავრცელებს.

განვლილ სეზონში პარზინგისი საშუალოდ 18.1 ქულას, 7.2 მოხსნას, 2 ბლოკ-შოტს და 1.5 პასს აკეთებდა.

ევრობასკეტი 2017 წლის 31 აგვისტოს დაიწყება, ლატვია ჯგუფში თურქეთთან, სერბეთთან, რუსეთთან, ბელგიასთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112501