ფეხბურთი

16:45 | 26.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარსიალი შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი ენტონი მარსიალი შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სამშობლოში დაბრუნდეს. როგორც ცნობილი ხდება, ლიონის „ოლიმპიკს“ 21 წლის ფეხბურთელის ერთწლიანი იჯარით დამატება სურს, მარსიალს კი, თავის მხრივ სათამაშო პრაქტიკა, რასაც ინგლისში დანატრებულია.

აღსანიშნავია, რომ მარსიალმა საფეხბურთო კარიერა სწორედ „ლიონში“ დაიწყო და ლიგა 1-ში დებიუტიც სწორედ ამ გუნდის რიგებში ჰქონდა 2012-2013 წლების სეზონში (ჯამში 3 მატჩი), ხოლო 2013 წელს „მონაკოში“ გადავიდა, სადაც უკვე წარმატებით ათამაშდა.

რაც შეეხება „მანჩესტერს“, ფრანგი „ოლდ ტრაფორდზე“ 2015 წლის ზაფხულში აღმოჩნდა და დღემდე ინგლისელთა შემადგენლობაში 83 მატჩში 25 გოლის გატანა შეძლო.

აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ „წითელ ეშმაკებს“ წინა ხაზში პრობლემები აქვთ: ზლატან იბრაჰიმოვიჩი ფეხბურთს დიდი ხნით ჩამოშორდა და თანაც, ზაფხულში გუნდთან კონტრაქტი ეწურება. გარდა ამისა, დიდი ალბათობით სეზონის დასრულების შემდეგ „მანიუს“ უეინ რუნი დატოვებს, რომელსაც მოურინიო მაინც და მაინც არ სწყალობს.

0.10961