ფეხბურთი

19:00 | 25.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასი: “იმერეთის” სადებიუტო მეოთხედფინალი

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში ოთხი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა – “იმერეთი”, “რუსთავი”, “ჩიხურა” და “დილა” ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ხონში, ადგილობრივმა “იმერეთმა” – იმერლებმა საკუთარ მოედანზე გაცილებით გამოცდილ ბოლნისის “სიონს” მატჩის ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოუგეს და საქართველოს თასის რვა საუკეთესო გუნდში ისტორიაში პირველად მოხვდნენ.

მეოთხედფინალში ითამაშებს კიდევ ერთი ქვედალიგელი – “რუსთავი”. “ფოლადის” სტადიონზე ქვემო ქართლელებმა “ზუგდიდი” დაძაბულ ბრძოლასა და უხვგოლიან შეხვედრაში დაამარცხეს. გამარჯვების გოლი ბესიკ ჩიმაკაძემ 84-ე წუთზე გაუტანა მეგრულ გუნდს.

თასისთვის ბრძოლას აგრძელებენ საჩხერის “ჩიხურა” და გორის “დილა” – იმერლებმა გასვლაზე შეხვედრის დასკვნით ნაწილში გატეხეს “გაგრას” წინააღმდეგობა, ხოლო საქართველოს 2015 წლის ჩემპიონს “თენგიზ ბურჯანაძეზე” ფოთის “კოლხეთთან” ბრაზილიელმა ლეანდრო რიბეირომ მოაგებინა ერთადერთი ზუსტი თერთმეტრიანით.

“იმერეთი” (ხონი) – “სიონი” (ბოლნისი) 1:0

გოლი: 1:0 ჭანკვეტაძე (90)

“რუსთავი” (რუსთავი) – “ზუგდიდი” (ზუგდიდი) 3:2

გოლები: 0:1 სამუშია (6), 1:1 ჩიმაკაძე (44), 2:1 გოგინაშვილი (45), 2:2 სამუშია (61), 3:2 ჩიმაკაძე (84)

“გაგრა” (გაგრა) – “ჩიხურა” (საჩხერე) 0:2

გოლები: 0:1 გელაშვილი (83), 0:2 კაკუბავა (86)

“დილა” (გორი) – “კოლხეთი” (ფოთი) 1:0

გოლი: 1:0 ლეანდრო რიბეირო (34, პენ)

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის დარჩენილი ოთხი მერვედფინალური შეხვედრა 26 აპრილს გაიმართება და შესაბამისად, დანარჩენი 4 მეოთხედფინალისტიც გამოვლინდება.

“სამგურალი” (წყალტუბო) – “დინამო” (თბილისი)

“შევარდენი 1906” (თბილისი) – “გურია” (ლანჩხუთი)

“ტორპედო” (ქუთაისი) – “სამტრედია” (სამტრედია)

“გორი” (გორი) – “ნორჩი დინამო” (თბილისი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111564