სხვა

16:49 | 25.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა ხმლით ფარიკაობაში 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ კონტინენტის ახალგაზრდული პირველობის ფინალში საქართველოს ნაკრებმა იტალია 45:36 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავეებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოიგეს გუნდური ჩემპიონატი.

ფინალამდე ქართველებმა ბულგარეთს 45:34 და რუმინეთს 45:31 მოუგეს, ნახევარფინალში კი რუსეთის ნაკრები 45:41 დაამარცხეს.

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142796