სხვა

15:05 | 25.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ცოტნე სულთანიშვილი WKN-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

საქართველოს ნაკრების წევრი კიკბოქსინგში ცოტნე სულთანიშვილი (61 კგ) WKN-ის ვერსიით ფულკონტაქტში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქართველმა სპორტსმენმა 12-რაუნდიან ფინალურ ბრძოლაში ფრანგი 2-გზის მსოფლიოს ჩემპიონი ჯონათან პასტორინი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული და ქამარი დაისაკუთრა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.143638