ისტორია

9:03 | 25.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

25 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1947 - დაიბადა იოჰან კრუიფი (ჰენდრიკ იოჰანეს კრუიფი). მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. გამოდიოდა ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში, “აიაქსში,” “ბარსელონაში,” “ლოს ანჯელეს აცტეკში,” “ვაშინგტონ დიპლომატსში” და “ფეინოორდში”. 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი. 1971-1973 წლებში ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი. 1972 წელს მოიპოვა საკონტინენთთაშორისო თასი. ჰოლანდიის ცხრაგზის ჩემპიონი (“აიაქსისა” და “ფეიენოორდის” რიგებში) და თასის ექვსგზის მფლობელი. ესპანეთის ჩემპიონი და “სამეფო თასის” მფლობელი. 1971, 1973 და 1974 წლებში დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად. მწვრთნელის რანგში, კრუიფმა “აიაქსს” ორჯერ ქვეყნის ჩემპიონობა და 1987 წელს ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოაგებინა, “ბარსელონას” კი, ოთხჯერ პრიმერა დივიზიონი, 1989 წელ თასების თასი, ხოლო 1992 წელს ევროპის ჩემპიონთა ლიგა. ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა 48 შეხვედრა, რომლებშიც 33 გოლი გაიტანა. ლეგენდარული ჰოლანდიელი 2016 წლის 24 მარტს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ერთი წლის განმავლობაში ებრძოდა ფილტვის კიბოს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1899 - მიუნხენის სპორტულ კლუბ “მიუნხენ 1860”-ში დაარსდა ამავე სახელწოდების საფეხბურთო კლუბი. gუნდმა 1966 წელს გერმანიის ჩემპიონობა მოიპოვა, 1942 და 1964 წლებში კი ქვეყნის თასს ფლობდა.

1984 - მარიო ლემიემ ჰოკეიში სტენლის თასისთვის გამართულ მატჩში, გოლ პლუს პასის სისტემით შედეგიანობის რეკორდი დაამყარა (5 შაიბა, 3 შედეგიანი პასი).

1985 - უეინ გრეცკიმ ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩში მეორედ შეძლო ერთ შეხვედრაში 7 გოლის გატანა.

1989 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბის “პიტსბურგ პინგვინზის” ფორვარდმა მარიო ლემიემ ერთ მატჩში 5 შაიბა გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, რითაც ლიგის რეკორდი დაამყარა.

1991 - ინგლისური კლუბებისთვის UEFA-ს მხრიდან დისკვალიფიკაციის მოხსნის შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედი” პირველი გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც ევროთასისთვის გამართულ ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. თასების მფლობელთა თასის გათამაშების ნახევარფინალში, მანჩესტერელებმა ორი მატჩის ჯამში, ვარშავის “ლეგიას” სძლიეს.

2005 - უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ “ლივერპულს” ტურნირში მონაწილეობის ნება დართეს. მერსისაიდელებს ჩემპიონთა ლიგაში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოუხდათ ჩაბმა.

2005 - ინგლისური საფეხბურთო პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ, “ჩელსის” მცველი, ჯონ ტერი დაასახელეს.

2006 - “პალმეირასის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი, ემერსონ ლეაო გადააყენეს.

2007 - ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში “ჩელსიმ” “სტემფორდ ბრიჯზე” “ლივერპულს” 1:0 მოუგო.

2010 - ვენაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური პირველობის ჩემპიონიგახდა.ფინალში ქართველებმა საფრანგეთის ნაკრები დაამარცხეს.

2011 - ლიხტენშტეინის თასი ზედიზედ მეთოთხმეტედ მოიგო “ვადუცმა”, სულ კი საპატიო პრიზი 40-ედ მოიპოვა.

ამ დღეს დაიბადნენ

1939 - ტარჩიზიო ბურგნიჩი. იტალიელი ფეხბურთელი (მცველი). ევროპის 1968 წლის ჩემპიონი. 1970 წლის მუნდიალის ფინალისტი. “სკუადრა აძურას” 66 მატჩში გაიტანა 2 გოლი. მილანის “ინტერში” გამოსვლისას ორჯერ მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და საკონტინენტთაშორისო თასები. ხუთჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი. მოპოვებული აქვს ქვეყნის თასიც.

1939 - იგორ დელა-როსა. თბილისელი მძლეოსანი. 50 კმ-ზე სპორტულ სიარულში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ორგზის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელია. 1968 წლის ოლიმპიადის მონაწილე.

1944 - ვალტერ მონტერო. 1960-70-იან წლებში ურუგვაის ნაკრების ნახევარმცველი. მსოფლიოს 1970 და 1974 წლების ჩემპიონატების მონაწილე. მექსიკის მუნდიალზე გააღწია ნახევარფინალამდე. სამხრეთ ამერიკის 1969 წლის ჩემპიონი. ურუგვაის ოთხგზის ჩემპიონი. ორჯერ ფლობდა ლიბერტადორესის, ერთხელ – საკონტინენტთაშორისო თასს. 1900-2000-იან წლებში ტურინის “იუვენტუსის” მცველის პაოლო მონტეროს მამა.

1947 - იოჰან კრუიფი (ჰენდრიკ იოჰანეს კრუიფი). მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. გამოდიოდა ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში, “აიაქსში,” “ბარსელონაში,” “ლოს ანჯელეს აცტეკში,” “ვაშინგტონ დიპლომატსში” და “ფეინოორდში”. 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი. 1971-1973 წლებში ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი. 1972 წელს მოიპოვა საკონტინენტთაშორისო თასი. ჰოლანდიის ცხრაგზის ჩემპიონი (“აიაქსისა” და “ფეიენოორდის” რიგებში) და თასის ექვსგზის მფლობელი. ესპანეთის ჩემპიონი და “სამეფო თასის” მფლობელი. 1971, 1973 და 1974 წლებში დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად. მწვრთნელის რანგში, კრუიფმა “აიაქსს” ორჯერ ქვეყნის ჩემპიონობა და 1987 წელს ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოაგებინა, “ბარსელონას” კი, ოთხჯერ პრიმერა დივიზიონი, 1989 წელ თასების თასი, ხოლო 1992 წელს ევროპის ჩემპიონთა ლიგა. ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა 48 შეხვედრა, რომლებშიც 33 გოლი გაიტანა. ლეგენდარული ჰოლანდიელი 2016 წლის 24 მარტს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ერთი წლის განმავლობაში ებრძოდა ფილტვის კიბოს.

1949 - ვისენტე ალბერტო პერნია. ბუენოს აირესის “ბოკა ხუნიორსის” ლეგენდარული მცველი.ოთხჯერ მოგებული აქვს ლიბერტადორესის, სამჯერ – საკონტინენტთაშორისო თასები. შამჯერ გახდა არგენტინის ჩემპიონი.

1952 - ვლადისლავ ტრეტიაკი. ჰოკეიში მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოს, ევროპისა და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი. ჰოკეის ეროვნული ლიგის “დიდების დარბაზის” წევრი.

1952 - ჟაკ სანტინი. საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მოთამაშე და მწვრთნელი. 1970-იან წლებში გამოდიოდა “სენტ ეტიენში”. ოთხჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, ორჯერ დაეუფლა ქვეყნის თასს. 2002-04 წლებში წვრთნიდა საფრანგეთის ნაკრებს და “სამფეროვნებს” კონფედერაციათა თასი მოაგებინა (2003). საფუძველი ჩაუყარა “ლიონის” ძლევამოსილ სვლას პირველ დივიზიონში.

1955 - ამერიკო გალიეგო. 1976-82 წლებში არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი. მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონი. 1982 წლის მუნდიალის მონაწილე. არგენტინის ნაკრების 73 მატჩში გაიტანა 3 გოლი. 1986 წელს მოიპოვა ლიბერტადორესისა და საკონტინენტთაშორისო თასები.

1956 - მირკო ვოტავა. ბრემენის “ვერდერის” ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი (წარმოშობით ჩეხი). “მუსიკოსთა” შორის გამოდიოდა 1985-97 წლებში. თამაშობდა 41 წლამდე და იყო “ვერდერის” კაპიტანი. გერმანულ ბუნდესლიგაში ჩაატარა 546 მატჩი (მეხუთე შედეგი). Gერმანიის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. სამჯერ მოიგო გერმანიის სუპერთასი.

1961 - ვასილი რაცი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და კიევის “დინამოს” ფეხბურთელი. 1986 წელს თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებული. ევროპის 1988 წლის ჩემპიონატის ფინალისტი.

1966 - ვლადიმირ ტატარჩუკი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს ფეხბურთელი. 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1966 - რუბენ სოსა. 1980-90-იან წლებში ურუგვაის ნაკრების ფორვარდი. ნაკრების 46 მატჩში გაიტანა 19 გოლი. სამხრეთ ამერიკის 1987 წლის ჩემპიონი. გამოდიოდა გერმანულ, იტალიურ, ესპანურ კლუბებში. მილანის “ინტერთან” ერთად მოიგო უეფას თასი (1994). დორტმუნდის “ბორუსიას” რიგებში გამოსვლისას გახდა ჩემპიონთა ლიგისა და გერმანული ბუნდესლიგის გამარჯვებული.

1967 - ანხელ მარტინო. 50 და 100 მ-ზე ცურვაში 1992 და 1996 წლების ოლიმპიადებზე მოპოვებული აქვს ოქროსა და ბრინჯაოს ორი მედალი.

1968 - თომას შტრუნცი. გერმანიის ნაკრების, მიუნხენის “ბაიერნისა” და “შტუტგარტის” ნახევარმცველი. ევროპის 1996 წლის ჩემპიონი. გერმანიის ნაკრების 41 მატჩში გაიტანა 2 გოლი. “ბაიერნთან” ერთად სამჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, ორჯერ ქვეყნის თასის მფლობელი, 1996 წელს დაეუფლა უეფას თასს.

1969 - გიორგი ჩოგოვაძე. წყალში ხტომაში ევროპის ორგზის ჩემპიონი (1987, 1989) და თასის მფლობელი (1988). მსოფლიოს თასის გათამაშების ვერცხლის პრიზიორი. ორი ოლიმპიადის მონაწილე. 1988 წელს, სეულის ოლიმპიადაზე, კოშკიდან ხტომაში მეოთხე ადგილზე გავიდა.

1976 - ტიმ დანკანი (213 სმ). “სან ანტონიო სპერზის” მეფარე. 2002 და 2003 წლებში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო მოთამაშე. ნბა-ს ჩემპიონი 2003 და 2005 წლებში. 2004 წლის ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორი.

1978 - ზვიად სტურუა. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “სამტრედიას,” ქუთაისისტორპედოს,” თბილისისლოკომოტივისდადინამოს”, რუსთავისოლიმპის”, ბოლნისისსიონისგოლკიპერი. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 2 მატჩი.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1974 - ანდრო ჟორდანია. ლეგენდარული ქართველი საფეხბურთო მწვრთნელი.

1999 - ლორდი მაიკლ კილანინი. 1972 წლიდან 1980 წლამდე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი.

2003 - სამსონ კიტური (კენია). 400 მეტრზე სირბილში 1992 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 1993 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი. 37 წლის ასაკში უცნობი დაავადებით გარდაიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108748