ფეხბურთი

12:18 | 25.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლი" პრემიერლიგაში დაბრუნდა

ინგლისის პრემიერლიგას დამდეგი სეზონიდან „ნიუკასლ იუნაიტედი“ დაუბრუნდება. „კაჭკაჭებმა“ პრემიერშიპის 44-ე ტურში „სენტ ჯეიმს პარკზე“ „პრესტონი“ 4:1 გაანადგურეს და გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე, მეორე ადგილი გაინაღდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რაფაელ ბენიტესის გუნდმა პრემიერლიგის საგზური ოფიციალურად მოიპოვა.

„ნიუკასლს“ 44 ტურში 88 ქულა აქვს და მესამეადგილოსან „რედინგს“ 9 ქულით სჯაბნის. აქვე გეტყვით, რომ ერთი კვირის წინ, პრემიერლიგის საგზური „ბრაიტონმაც“ გაიფორმა, რომელიც გათამაშებას 92 ქულით ლიდერობს. რაც შეეხება მესამე ახალწვეულს, მას პლეი-ოფი გამოავლენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.09929