ფეხბურთი

17:08 | 24.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

SBM LEAGUE 2016/17:კორპორატიული ლიგის პლეი-ოფების დაძაბული სტარტი

23 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის, კორპორატიული ლიგების პლეი-ოფმა აიღო სტარტი. ოქროს და ვერცხლის ლიგის პირველი 1/4 ფინალური შეხვედრები, უაღრესად დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა.

მოულოდნელი ეთქმის შედეგს, რომელიც შემოსავლების სამსახურისა და ლიბერთი ბანკის გუნდების შეხვედრაში დაფიქსირდა. „ბანკირები“ ფავორიტის სტატუსით არ შეხვედრიან ამ დაპირისპირებას, თუმცა თავიანთი თამაშით და ღირსეული გამარჯვებით, 1/4 ფინალურ სერიაში უპირატესობა უკვე მათ მხარესაა - 3:2.

სენსაციასთან ახლოს იყო მინა, რომელიც პლეი-ოფში რეგულარული სეზონის გამარჯვებულს, საქართველოს ბანკს დაუპირისპირდა და ბრძოლისა და თავდადების ხარჯზე შეეძლო კიდეც მატჩი 7 მეტრიან სერიამდე მიეყვანა, თუმცა ბოლო წამებზე ფეხბურთელებმა კონცენტრაცია დაკარგეს და დასანანი გოლი გაუშვეს - 2:1 საქართველოს ბანკის სასარგებლოდ.

როგორც მოსალოდნელი იყო, უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა ევროპაბეთისა და ავერსის დაპირისპირება, სადაც გამარჯვებულის ბედი 7 მეტრიანების სერიამ გადაწყვიტა. ფრედ 1:1 დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ, „საფეხბურთო ლატარეაში“ „ბუკმეიკერებს“ უფრო გაუმართლათ და 1/4 ფინალურ სერიაშიც მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

1/4 ფინალებიდან ყველაზი „იოლი“ საერთაშორისო სკოლა ბაქსვუდისა და ბანკი რესპუბლიკას გუნდების დაპირისპირება გამოდგა, რომელშიც „მოსწავლეებმა“ 5:1 დაამარცხეს მეტოქე და ფავორიტის სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცეს.

23.04.2017.ვერცხლის ლიგა. 1/4 ფინალი (1)

RS - ლიბერთი ბანკი 2:3

საქართველოს ბანკი - მინა 2:1

ევროპაბეთი - ავერსი 1:1 პენ. 3:2

ბაქსვუდი - ბანკი რესპუბლიკა 5:1

არანაკლებ საინტერესო გამოდგა ოქროს ლიგის პლეი-ოფის სტარტი.

საქართველოს ფოსტის მეტოქე 1/4 ფინალში,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდი იყო. „ფოსტალიონებმა“, მეტოქესთან წრიული ეტაპის დროს განცდილი მარცხისთვის რევანშიც აიღეს და სერიაშიც დაწინაურება მოახერხეს - 5:2.

ნამდვილი საფეხბურთო დრამა გამოდგა „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერსისა“ და არმიას დაპირისპირება. ჯარისკაცებმა ორ ბურთიანი ჩამორჩენა გააბათილეს, რის შემდეგაც სრულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა საგოლე მომენტების რეალიზებას ვერ ახერხებდნენ, რაშიც ერთ-ერთი მთავარი „დამნაშავე“ GWP-ის მეკარე ნიკოლოზ ფხაკაძე იყო. მთავარი მოვლენები მატჩის მიწურულს განვითარდა, რა დროშიც არმიას კარის დარაჯის უხეშ შეცდომას, მისი გაძევება მოყვა. უმცირესობში დარჩენილებმა, ბოლომდე ვერ გაძლეს და რამოდენიმე წამით ადრე დასანანი გოლი გაუშვეს - 3:2GWP-ისსასარგებლოდ.

ბოლო წუთზე გაშვებული გოლებით წააგო პირველი 1/4 ფინალური შეხვედრა სფფ 2-მა. ფეხბურთის ფედერაციისა და ნატახტარის დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მაშინ როდესაც ყველაფერი 7 მეტრიანების სერიისკენ მიდიოდა, ნატახტარის ფეხბურთელებმა ორჯერ შეძლეს მეტოქის კარის აღება და მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება - 5:3.

23.04.2017. ოქროს ლიგა. 1/4 ფინალი (1)

საქ. ფოსტა - TTC 5:2

GWP - არმია 3:2

ნატახტარი - სფფ 2 5:3

კორპორატიული ლიგის მეორე 1/4 ფინალური დაპირისპირებები 4 ივნისს გაიმართება.

კვირასვე სტარტი აიღო ბრინჯაოს ლიგისა და სუპერლიგა C-ის წლევანდელმა გათამაშებამ.

ბრინჯაოს ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში, ელიტა ბურჯმა 7:3 დაამარცხა დებიუტანტი ჰერმესი, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდმა მინიმალური სხვაობით 2:1 სძლია მტკვარი ენერჯის.

23.04.2017. ბრინჯაოს ლიგა. I ტური

ჰერმესი - ელიტა ბურჯი 3:7

მტკვარი ენერჯი - სდსს 1:2

რაც შეეხება სუპერლიგა C-ს, აჭარა ჯგუფმა დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა უნიკრედიტი, ხოლო Menu.ge-მ „საფეხბურთო თრილერში“ 4:3 აჯობა ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდს.

23.04.2017. სუპერლიგა C. I ტური

აჭარა ჯგუფი - Unicredit.ge 3:2

ეთა - Menu.ge 3:4

პირველი ტურის დანარჩენი შეხვედრები 30 აპრილს გაიმართება.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, სასტუმრო „ბილტმორი“

მედია პარტნიორები: რადიოები, „თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

0.179094