ფეხბურთი

19:46 | 24.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: “დავბრუნდები უფრო ძლიერი”

“მანჩესტერის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი კარიერის დასრულებას მძიმე ტრავმის მიუხედავად არ აპირებს. როგორც საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე შვედმა დაწერა, ტრავმის შემდეგ მოედანს უფრო ძლიერი დაუბრუნდება.

“პირველ ყოვლისა მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის. უკვე ვიცით, რომ მძიმე ტრავმა მივიღე და ფეხბურთს დიდი ხნით ჩამოვშორდი, მაგრამ მე დავბრუნდები უფრო ძლიერი. ერთი რამ ზუსტად ვიცი: კარიერის დასრულება მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია და არა სხვა ფაქტორების. ახლა ეს თემა არც განიხილება – მომავალ შეხვედრამდე”, - დაწერა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ანდერლეხტთან” მატჩისას ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11151