ფეხბურთი

20:43 | 24.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” “მონაკოს” 10 მილიონს გადაურიცხავს

“მანჩესტერი” “მონაკოს” 10 მილიონ ევროს გადაუხდის, თუმცა არა რომელიმე ფეხბურთელის ტრანსფერში. საქმე ეხება ენტონი მარსიალს და თავის დროზე კონტრაქტში ჩადებულ პუნქტს: 25 გოლის გატანის შემთხვევაში, ინგლისური გუნდი ვალდებულებას იღებდა, ფრანგებისთვის დამატებით 10 მილიონი გადაეხადათ.

მარსიალმა ზემოხსნებულ გოლების რაოდენობას გუშინ მიაღწია – ფრანგმა “ბარნლის” გუატანა და ეს ინგლისურ კარიერაში 25-ე გოლი იყო.

მარსიალი “მანჩესტერში” 2015 წლის ზაფხულში გადაბარგდა. გასულ სეზონში 17 გოლი გაიტანა, მიმდინარეში კი – 8.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111009