ფეხბურთი

14:09 | 24.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

კანტე პრემიერლიგაში საუკეთესოა

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ნგოლო კანტე ინგლისის პრემიერლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. “არისტოკრატთა” მოთამაშემ ედენ აზარს, ალექსის სანჩესს, ჰარი კეინსი, რომელუ ლუკაკუსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს აჯობა.

“ჩემთვის დიდი პატივია წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მიღება. ბოლო ორი სეზონია კარგ ფორმაში ვარ, ჯერ “ლესტერში”, ახლა “ჩელსიში”, - თქვა კანტემ.

პრემიერლიგაში წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელიც გამოვლინდა და აქ ყველას “ტოტენჰემის” ნახევარმცველმა დელე ალიმ აჯობა. აღსანიშნავია, რომ ინგლისელმა აღნიშნული ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ასეთი რამ კი, მანამდე მხოლო უეინ რუნის, რაიან გიგზსა და რობი ფაულერს გაუკეთებიათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100741