ფეხბურთი

11:00 | 24.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "მესი ისტორიაში საუკეთესოა"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „რეალთან“ მოგებული შეხვედრა შეაფასა. მისი თქმით, „ელ კლასიკომ“ დაადასტურა, რომ „ბლაუგრანა“ ფორმაში ისევ იმყოფება. ლიონელ მესის კი, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოდ მიიჩნევს.

„ამ თამაშმა დაამტკიცა, რომ ჩვენ ფორმაში ვართ. ორივე გუნდმა ბევრი საგოლე მომენტი შექმნა და ტემპი ძალიან მაღალი იყო. არავინ უარყოფს, რომ „რეალი“ ძლიერი გუნდია - ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელიც აგრძელებს ტიტულისთვის ბრძოლას. ახლა კი, ჩვენ გავიმარჯვეთ. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც გვერდში გედგნენ.

მესი? - მე ბევრი ფეხბურთელის თამაში მინახავს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ლიონელ მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია“, - აღნიშნა ლუის ენრიკემ.

„ბარსელონამ“ „ელ კლასიკოს“ მოგებით 75 ქულა დააგროვა და „რეალს“ გაუთანაბრდა. თუმცა, „სამეფო კლუბს“ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

0.13762