ფეხბურთი

21:45 | 23.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "დინამოს" ზედიზედ მეხუთე მოგება

ლიდერმა თბილისის "დინამომ" 2:0 სძლია "საბურთალოს". ეს კახა კაჭარავას გუნდის ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა ეროვნულ ლიგა1-ში და ამ ხუთ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს. საუკეთესო იყო გიორგი ჩაკვეტაძე: სასიხარულოა, რომ 17 წლის ჭაბუკი ასე პროგრესირებს. აქ მხოლოდ საგოლე პასს არ ვგულისხმობთ, ჩაკვეტაძემ მთელი მატჩი მშვენივრად ჩაატარა.

გოლებს რაც შეეხება: ჩაკვეტაძე მარცხნიდან შეიჭრა საჯარიმოში, ორ მცველს გასცდა და მშვენიერი პასი გაუკეთა საბა ლობჟანიძეს, რომელმაც ერთი შეხებით კარში გაგზავნა ბურთი - 1:0.

20 წუთში კი სხვაობა გაიზარდა. შეცვლაზე შესულმა გიორგი თევზაძემ საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ჩააწოდა, იქ ბურთს არავინ შეხებია და ამან დააბნია მეკარე ლაზარე კუპატაძე - 2:0. შეგახსენებთ, თევზაძე სწორედ "საბურთალოდან" გადავიდა "დინამოში"...

მალევე, ბაჩანა არაბულს შეეძლო მესამე გოლის გატანა, მაგრამ დარტყმა იჩქარა და კუპატაძემ აუღო. ერთ წუთში კი ჩაკვეტაძე შორიდან თავზე უგდებდა ბურთს მეკარეს და ოდნავ ააცილა.

აქამდე "დინამოს" ოთხჯერ ჰქონდა ნათამაშევი "საბურთალოსთან", აქედან სამი მოუგო და ერთი ფრედ დაასრულა. ბურთების შეფარდება კი 9:0-ზე იყო. დინამოელებმა არც ამჯერად გაატანინეს საბურთალოელებს და ეს დიდწილად მცველ ლუკა ლოჩოშვილის დამსახურებაც იყო - ორჯერ თითქმის აშკარა გოლს გადაარჩინა თავისიანები.

"საბურთალოს" კი, მოსალოდნელიც იყო, რომ გაუჭირდებოდა. ჭიაბრიშვილის გუნდს ლიდერი აკლდა გიორგი ხარაიშვილის სახით. საბურთალოელები მეხუთე ადგილზე დარჩნენ.

ეროვნული ლიგა. მერვე ტური

დინამო (თბილისი) - საბურთალო (თბილისი) 2:0 (0:0)

დინამო: ლიტოვჩენკო, მიშენკო, გველესიანი, თოთაძე.ლოჩოშვილი, ქარდავა, კიტეიშვილი, ლობჟანიძე (თევზაძე 69), ჩაკვეტაძე (კუცია 81), მიქელთაძე, არაბული (მესხი 90+1)

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

საბურთალო: კუპატაძე, ტერა (მალი 65), მარგველაშვილი, ცნობილაძე, ლაკვეხელიანი, მამუჩაშვილი, არზიანი, ბიძინაშვილი (ჩოგაძე 46), იმნაძე (კოხრეიძე 58), ვაგნერი, შინდაგორიძე

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გოლები: 1:0 ლობჟანიძე (57), 2:0 თევზაძე (77)

გაფრთხილება: თოთაძე - არზიანი, კოხრეიძე

მსაჯი: სილაგავა

1. დინამო თბ 8 6 0 2 14 4 +10 18
2. ლოკომოტივი 8 4 3 1 18 7 +11 15
3. ტორპედო 8 4 3 1 12 7 +5 15
4. ჩიხურა 8 4 1 3 11 8 +3 13
5. საბურთალო 8 4 0 4 8 10 -2 12
6. სამტრედია 8 3 2 3 6 8 -2 11
7. დინამო ბთ 8 3 0 5 6 9 -3 9
8. დილა 8 1 5 2 7 8 -1 8
9. კოლხეთი 1913 8 2 1 5 11 16 -5 7
10. შუქურა 8 0 3 5 5 21 -16 3
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114651