ფეხბურთი

18:50 | 23.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მერანი" შეუჩერებელია: ბარაბაძემ ჰეთ-თრიქი მიითვალა

გაიმართა ეროვნული ლიგა2-ის მერვე ტურის ბოლო მატჩი. მარტვილის "მერანმა" შინ 4:0 მოუგო წყალტუბოს "სამგურალს" და ხუთქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა გუნდმა მხოლოდ ერთხელ ითამაშა ფრედ, დანარჩენი შვიდი მატჩი კი მოიგო.

"სამგურალთან" ჰეთ-თრიქი შეასრულა რევაზ ბარაბაძემ, რომელიც ერთ დროს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წამყვანი ფორვარდი გახლდათ. ერთი გოლი კი სერგეი ტრეტიაკმა მიითვალა. ისე, წყალტუბოელები მეხუთე ადგილზე არიან და ალბათ, ეროვნულ ლიგა1-ში გადასასვლელად ისინიც იბრძოლებენ. როგორც იცით, ერთი გუნდი პირდაპირ გადავა, ხოლო მეორე და მესამეადგილოსნები ფლეი-ოფს ითამაშებენ უმაღლესის მერვე და მეცხრე ადგილოსნებთან.

მერანი - სამგურალი 4:0

გოლები: 1:0 ბარაბაძე (6), 2:0 ტრეტიაკი (29), 3:0 ბარაბაძე (79), 4:0 ბარაბაძე (90)

ტურის გუშინწინდელი მატჩები:

ვიტ ჯორჯია -რუსთავი 1:1

გოლები: 0:1 მეტრეველი (27), 1:1 ვაზაგაშვილი (70)L

მეშახტე - გაგრა 0:2

გოლები: 0:1 ხინთიბიძე (40), 0:2 ქანთარია (64)

ცხინვალი - ზუგდიდი 4:3

გოლები: 0:1 ცოტნე სამუშია (8), 1:1 მაქაცარია (19), 1:2 ცოტნე სამუშია (45), 2:2 ლეჟავა (45), 2:3 ცოტნე სამუშია (79), 3;3 მაქაცარია (87), 4:3 მაქაცარია (90+3)

სიონი - გურია 4:2

გოლები: 1:0 დვალი (18), 1:1 გიორგი კაშია (30), 2:1 თევზაძე (52), 3:1 დვალი (66), 3:2 მალანია (85), 4:2 დვალი (88)

1. მერანი 8 7 1 0 20 3 +17 22
2. გაგრა 8 5 2 1 10 2 +8 17
3. სიონი 8 5 0 3 11 7 +4 15
4. ვიტ ჯორჯია 8 4 1 3 14 11 +3 13
5. სამგურალი 8 4 1 3 10 11 -1 13
6. რუსთავი 8 3 2 3 13 11 +2 11
7. ცხინვალი 8 3 1 4 14 18 -4 10
8. მეშახტე 8 2 1 5 10 18 -8 7
9. გურია 8 2 0 6 11 18 -7 6
10. ზუგდიდი 8 0 1 7 8 22 -14 1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117408