ჭადრაკი

10:51 | 23.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნანა  ძაგნიძემ  საქართველო  ასახელა

ფეხბედნიერი გამოდგა ქართველი მოჭადრაკეებისათვის ლატვიის დედაქალაქი რიგა, რომელმაც ქალ მოჭადრაკეთა შორის ევროპის 2017 წლის ინდივიდუალურ ჩემპიონატს უმასპიძლა.

ასპარეზობა, რომელშიც 146 სპორტსმენმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ჩატარდა. აღნიშნულ ტურნირში საქართველოს სახელით რვა მოჭადრაკე მონაწილეობდა.

მათგან ყველაზე დიდ წარმატებას მეოთხე ნომრად განთესილმა ნანა ძაგნიძემ მიაღწია, რომელმაც დაუმარცხებლად იასპარეზა(6 მოგება, 5 ყაიმი) 8.5 ქულა დააგროვა და მასზე რომ აღარაფერი ვთქვათ ამ ტურნირების ისტორიაში საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ბოლო ტურში ძაგნიძე ნატალია პოგონინას(რუსეთი, 2478) დაუზავდა, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში მესამე ადგილზე გადიოდა.

8.0-8.0 ქულით შესაბამისად მეორე-მესამე ადგილები რუსეთის წარმომადგენლებმა ალექსანდრა გარიაჩკინამ(2452) და ვეტერანმა ალისა გალიამოვამ(2444)დაიკავეს. ამ ტურნირზე ძაგნიძეს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გარიაჩკინამ გაუწია. რაც შეეხება გალიამოვას, საპრიზო ადგილზე გასვლა ბოლო ტურებში ნაჩვენები კარგი თამაშის წყალობით შეძლო.

სხვა ქართველი მოჭადრაკეებიდან ყველაზე კარგი შედეგი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, მე-17 ნომრად განთესილმა ბელა ხოტენაშვილმა აჩვენა, რომელმაც 7.5 ქულა დააგროვა, მე-10 ადგილი დაიკავა და 14 საუკეთესო მოჭადრაკესთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 70 000 ათას ევროს შეადგენდა. აქედან 12 000 ძაგნიძეს, ხოლო 2 200 ხოტენაშვილს ერგო.

მეთერთმეტე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები ქართველი მოჭადრაკეების მონაჭილეით:

ნატალია პოგონინა (რუსეთი, 2478) - ნანა ძაგნიძე (2528) 0.5:0.5

ბელა ხოტენაშვილი(2445) - ვალენტინა გოლუბენკო(ხორვატია,2271) 1:0

ლელა ჯავახიშვილი(2456) - სოფი მილიე(საფრანგეთი, 2352) 1:0

მერი არაბიძე (2373) - ლილიტ მკტრჩიანი(სომხეთი, 242 5) 0.5:0.5

სოფო გვეტაძე(2292) - ირინა ბულმაგა (რუმინეთი, 2394) 0.5:0.5

სიდონია ვაიდა ლაზარნე(უნგრეთი, 2355) - სალომე მელია(2400) 0.5:0.5

კარინა ამბარცუმოვა(რუსეთი, 22832) - ნინო ბაციაშვილი(2496) 0.5:0.5

ეკატერინე ატალიკი(თურქეთი, 2429) - ნინო ხომერიკი(2308) 1:0

ქართველი მოჭადრაკეების მიერ ნაჩვენები შედეგები:

1.ძაგნიძე 8.5 ქულა

10. ხოტენაშვილი 7.5

18. ჯავახიშვილი 7.0

29. არაბიძე 6.5

40. მელია 6.5

45. გვეტაძე 6.5

49. ბაციაშვილი 6.0

73. ხომერიკი 5.5

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116296