ფეხბურთი

21:34 | 22.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნახევარფინალური წყვილები ვიტალი დარასელიას თასზე

დასრულდა ვიტალი დარასელიას სახელობის თასის ჯგუფური ეტაპი. ა ჯგუფზე უკვე ვწერდით და დასრულდა ბ ჯგუფის შეხვედრებიც. ჰოლანდიურმა "ალკმაარმა", რომელსაც ორ ტურში მოგება არ ჰქონდა, ზაგრების "დინამოს" 2:0 სძლია და ნახევარფინალში გავიდა. ასევე ნახევარფინალშია კიევის "დინამოც" დღეს 2:0 აჯობა "ტრაბზონსფორს".

ბ ჯგუფი

დინამო კიევი - ტრაბზონსფორი 2:0; ალკმაარი - დინამო ზაგრები 2:0

დინამო კ 3 2 0 1 4:1 6
ალკმაარი 3 1 1 1 3:3 4
დინამო ზ 3 1 1 1 1:2 4
ტრაბზონი 3 0 2 1 1:3 2

შეგახსენებთ ა ჯგუფის საბოლოო ცხრილს:

გენტი 3 2 0 1 7:3 6
ინტერი 3 2 0 1 5:6 6
დინამო თბ 3 1 0 2 6:4 3
გაბალა 3 1 0 2 3:8 3

ნახევარფინალები 24 აპრილს გაიმართება "დინამოს" აკადემიის სტადიონზე: დინამო კიევი - ინტერი, გენტი - ალკმაარი. მატჩები 16:00 და 18:00 საათზე დაიწყება.

მანამდე კი, 12:00 და 14:00 საათებზე ჯგუფში მესამე-მეოთხე ადგილებზე გასულები ითამაშებენ ერთმანეთთან. თბილისის "დინამო" "ტრაბზონსფორთან" და ზაგრებიოს "დინამო" "გაბალასთან". აქაც ნახევარფინალური ფლეი-ოფებია, მეხუთე-მერვე ადგილებისთვის.

0.118668