ფეხბურთი

22:28 | 22.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ელ კლასიკო" სეზონის ერთ-ერთი ფინალია"

ესპანეთის ლა ლიგის XXXIII ტურში მთავარი მატჩი მადრიდში შედგება, სადაც „ელ კლასიკო“ გაიმართება. „რეალისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირებას ახლა საჩემპიონო ინტრიგაც ახლავს თან - „სამეფო კლუბი“ მეტოქეს სამი ქულით უსწრებს და შესაბამისად, ფეხის დაცდენის უფლება არცერთს აქვს.

„სამეფო კლუბის“ მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს „ბარსასთან“ შეხვედრა გადამწყვეტად არ მიაჩნია, თუმცა აღნიშნავს, რომ სეზონის დასასრულს, ერთ-ერთი ფინალი ნამდვილად იქნება.

„ელ კლასიკოში“ ფავორიტი არ არსებობს და ბოლო წუთამდე ბრძოლა იქნება. შევეცდებით ჩვეული თამაში ვაჩვენოთ და „ბარსელონას“ პრობლემები შევუქმნათ. „ბარსელონა“ დიდი გუნდია და არმგონია ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას მასზე უარყოფითად ემოქმედა. ხვალინდელი მატჩი გადამწყვეტი არაა, უბრალოდ, სეზონის ბოლო შვიდი ფინალიდან პირველია“, - განაცხადა ზიდანმა.

„რეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 23 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.111686