ფეხბურთი

18:42 | 22.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილის პოლონური ვოიაჟი სრულდება

ვაკო ყაზაიშვილის მომავალი ვარშავის „ლეგიას“ არ უკავშირდება. ამის შესახებ პოლონური და ჰოლანდიური მედია საშუალებები ერთდროულად წერენ. როგორც ცნობილია, ქართველი შემტევის გარჯით პოლონეთის ჩემპიონის სამწვრთნელო შტაბი ერთობ უკმაყოფილოა.

შესაბამისად, ვაკოს „ვიტესში“ დაბრუნება მოუწევს, ხოლო არნემული გუნდი 2 მილიონს დაკარგავს, რომელიც ყაზაიშვილის გამოსყიდვის შემთხვევაში „ლეგიას“ უნდა გადაეხადა.

შეგახსენებთ, 24 წლის ქართველი ფეხბურთელი „ლეგიამ“ გასული წლის აგვისტოში იჯარით დაიმატა, თუმცა, დღემდე ჩვენებურმა ფეხი ვერაფრით მოიკიდა - 15 მატჩი, 0 გოლი და მხოლოდ 2 საგოლე გადაცემა. ასეთია ვაკოს პოლონური მონაგარი.

რაც შეეხება „ვიტესს“ - ყაზაიშვილს ჰოლანდიურ გუნდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს. თავის დროზე მას არნემელთა მაისურით 121-ჯერ უთამაშია, მეტოქეთა კარი 28-ჯერ დალაშქრა და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113416