ფეხბურთი

23:00 | 22.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" და ინსინიემ ხელშეკრულება განაახლეს

იტალიურმა „ნაპოლიმ“ ლორენცო ინსინიეს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც „აძურის“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, იტალიელი შემტევი „სან პაოლოზე“ 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

„ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს, რომ აქ დიდხანს დავრჩები და „ნაპოლის“ მაისურის გახდა არ მომიწევს. მინდა მადლობა ვუთხრა მაურიციო სარის, რომლის წყალობითაც გუნდის ლიდერი ვარ“, - აღნიშნა ინსინიემ.

25 წლის ლორენცო ინსინიე „ნაპოლის“ აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტი 2009-2010 წლების სეზონში ჰქონდა. თუმცა, პირველი გუნდის რეგულარულ წევრად 2012 წლის ზაფხულიდან იქცა. მიმდინარე სეზონში ტანდაბალი შემტევის ანგარიშზე 43 მატჩი და 16 გოლია.

0.111134