ფეხბურთი

17:07 | 22.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედია" შინ ისევ ვერ იგებს

"სამტრედიამ" ამ სეზონში მეხუთე საშინაო მატჩი გამართა და კვლავ ვერ ეღირსა მოგებას. უცნაურია, მაგრამ მოქმედმა ჩემპიონმა ამ ხუთ შეხვედრაში მხოლოდ ორი ქულა აიღო. ამ ორიდან ერთი დღეს მოიპოვა, თბილისის "ლოკომოტივთან" - 0:0.

თამაშიდან გამომდინარე, ვერცერთ გუნდზე ვერ ვიტყვით, რომ მოსაგები ჰქონდა. ფრე ყველაზე ლოგიკური შედეგია.

სამტრედიელები მე-6 ადგილზე დარჩნენ, ხოლო "ლოკომოტივი" ქულებით გაუთანაბრდა თბილისის "დინამოს" და მეტიც, გიორგი დევდარიანის გუნდია ლიდერი, თუმცა დინამოელებს სათამაშო აქვთ ამ ტურში.

სამტრედია -ლოკომოტივი 0:0

სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, კასრაძე (სამუშია 72), ახალაძე, დათუნაიშვილი, მარკოზაშვილი, ჯიქია (რაჟამაშვილი 64), ჩაგელიშვილი (ხაბეიშვილი 90+2), ბერიაშვილი

მწვრთნელი: გია ცეცაძე

ლოკომოტივი: თევდორაძე, ხიდეშელი, რეხვიაშვილი, უბილავა, ჭანტურია, კიკნაძე (არველძე 83), კომახიძე, ქავთარაძე (ჩიტეიშვილი 89), არდაზიშვილი, სიხარულიძე, გავაშელიშვილი (დიასამიძე 51)

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გაფრთხილება: სანდოხაძე, დათუნაიშვილი - ქავთარაძე, დიასამიძე, არველაძე

მსაჯი: ნონიკაშვილი

გუშინდელი მატჩები

შუქურა - დილა 0:0

ჩიხურა - კოლხეთი 3:1

დღესვე 17 საათზე დაიწყო დინამო (ბათუმი) - ტორპედო (ქუთაისი). ხვალ 17:30 საათზე კი "დინამო არენაზე" თბილისის "დინამო" უმასპინძლებს "საბურთალოს".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126551