ძიუდო

17:03 | 22.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ფინალის და ორი ბრინჯაოს შანსი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსნებმა ადამ ოქრუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დილის პროგრამა წაგების გარეშე ჩაამთავრეს და ნახევარფინალში გავიდნენ. ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) კი ბრძოლას ბრინჯაოს მედლებისთვის აგრძელებენ.

დაახლოებით ერთსაათიანი შესვენების შემდეგ, ოქრუაშვილი ფინალის საგზურისთვის პოლონელ მაცეი სარნაცკის დაუპირისპირდება. თუშიშვილი ჰოლანდიელ როი მეიერს შეხვდება. ღვინიაშვილის მეტოქე რეპეშაჟის ნახევარფინალში სერბი ნემანია მაიდოვი იქნება. ლიპარტელიანი კი, ასევე რეპეშაჟის ნახევარფინალში, რუსეთის ნაკრების წევრ კაზბეკ ჟანკიშევს დაუპირისპირდება.

დღესვე პოლონურ ტატამზე საქართველოს ქალთა ნაკრების მძიმეწონოსანი ელენე ქებაძეც გავიდა, მაგრამ ჩემპიონატს საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა.

0.110637