ფეხბურთი

17:00 | 22.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვიტალი დარასელიას თასი: თბილისის "დინამო" "ინტერთან" დამარცხდა

დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის თასზე ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტური იმართება. ა ჯგუფში უკვე დასრულდა მატჩები და სამწუხაროდ, ჯგუფში ჩარჩა თბილისის "დინამოს" 16-წლამდელთა გუნდი. ვლადიმერ გოჩაშვილის გაწვრთნილებს ფრეც ხელს აძლევდათ იტალიის "ინტერთან", თუმცა 0:1 დამარცხდნენ.

ამავე ჯგუფის კიდევ ერთ მატჩში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. ბელგიის "გენტმა", რომელმაც საწყის ორ ტურში მშვენიერი შთაბეჭდიულება დატოვა, აზერბაიჯანის "გაბალასთან" 0:1 წააგო. თუმცა ბელგიელები მაინც პირველი ადგილიდან გავიდნენ ჯგუფიდან.

გენტი 3 2 0 1 7:4 6
ინტერი 3 2 0 1 5:6 6
დინამო თბ 3 1 0 2 6:4 3
გაბალა 3 1 0 2 3:8 3

დღესვე გაიმართება ბ ჯგუფის ბოლო ტური:

16:00 ალკმაარი - დინამო ზაგრები

18:00 დინამო კიევი - ტრაბზონსფორი

ამ ჯგუფში ზაგრების “დინამოს" 4 ქულა აქვს, კიევის "დინამოს" - 3, "ტრაბზონსფორს" - 2 და "ალკმაარს”'- 1. გასვლის შანსი ოთხივე გუნდს აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.205065