ფეხბურთი

14:30 | 22.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარკოს როხო 5 თვე იუქმებს

„მანჩესტერ იუნაიტედს“ არგენტინელი მცველი მარკოს როხო ხანგრძლივი ვადით გამოაკლდა. სამხრეთამერიკელმა „ანდერლეხტთან“ დაპირისპირებისას მუხლი დაიზიანა და თავდაპირველად მედიკოსები იმედს გამოთქვამდნენ, რომ ტრავმა არ იქნებოდა სერიოზული, მაგრამ როგორც გამოკვლევამ აჩვენა, როხო თამაშს მინიმუმ სექტემბრამდე ვერ შეძლებს.

შესაბამისად, გამოდის, რომ მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია და დამდეგი სეზონის სტარტიც გაუცდება.

როხოს გარდა, „მანიუს“ ევროპა ლიგის მეოთხედფინალში ზლატან იბრაჰიმოვიჩიც დაუშავდა, რომელსაც ლაზარეთში კიდევ უფრო მეტი დროის გატარება მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123498