ფეხბურთი

10:00 | 22.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სერია A-ში ვიდეოგამეორება დაინერგება

იტალიის სერია A-ში დამდეგი, 2017-2018 წლების სეზონიდან ვიდეორეფერი იმუშავებს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა იტალიის სამსაჯო კომისიის პრეზიდენტმა მარჩელო ნიკიმ. როგორც მან თქვა, მიმდინარე სეზონის იტალიის თასის ფინალი ბოლო შეხვედრაა, რომელშიც ვიდეოგამეორების სისტემა არ იქნება გამოყენებული, ხოლო ახალი სეზონიდან კალჩოში ზემოხსენებული სისტემა სრულად დაინერგება.

„ვიდეორეფერი სერია A-ს მომდევნო სეზონის პირველი ტურიდან ამოქმედდება. ეს უკვე გადაწყვეტილია, მხოლოდ საერთაშორისო ბორდის დასტურს ველოდებით“, - დააანონსა ნიკიმ.

ვიდეორეფერი ფეხბურთში ჯერ კიდევ ახალი ხილია. აქამდე, ერთჯერადად, რამდენჯერმე მიმართეს ამ ხერხს სხვადასხვა მატჩებში, თუმცა, მასობრივად ჯერაც არ დამკვიდრებულა. აღსანიშნავია, რომ ვიდეოგამეორების შემოღებას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

თეგებისერია A
0.102179