სხვა

0:40 | 22.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხუთმა რუსმა მძლეოსანმა დოპინგის გამოყენება აღიარა

რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ხუთმა რუსმა მძლეოსანმა ნებაყოფლობით აღიარა ანტისადოპინგო წესების დარღვევა. პრეპარატ degidrohlormetiltestosteron-ის მოხმარება მოინანიეს უროს მტყორცნელმა ანა ბულგაკოვამ, მორბენალმა ანტონინა კრივოშაპკამ, ბირთვის მკვრელმა ევგენია კოლოდკომ, ბადროს მტყორცნელმა ვერა განეევმა და ჭოკით მხტომელმა დიმიტრი სტაროდუბცევმა.

რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთივე სპორტსმენი 2-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

კრივოშაპკა, კოლოდკო, განეევა და სტაროდუბცევი დოპინგის მოხმარებაში 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშებზე აღებული დოპინგსინჯების განმეორებითი ტესტის შემდეგ ამხილეს. 2013 წლის მსოფლიოს ჩამპიონატის დოპინგ ტესტის გადამოწმებისას აკრძალული ნივთიერების კვალი აღმოჩნდა ბულგაკოვას ანალიზშიც.

კრივოშაპკას სინჯში დოპინგის აღმოჩენისთვის სოკ-მა რუსეთის ნაკრებს 2012 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებული ვერცხლის მედალი ჩამოართვა. იმავე მიზეზით ჩამოართვეს ლონდონში აღებული ვერცხლი კოლოდკოსაც.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11408