ფეხბურთი

11:30 | 21.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბორუსიას” ავტობუსზე თავდასხმის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

გერმანიის პოლიციამ დორტმუნდის “ბორუსიას” ავტობუსზე განხორციელებული თავდასხმის სავარაუდო ორგანიზატორი დააკავა. გერმანული გამოცემების ცნობით, ეჭვმიტანილი სერგეი ვ. დღეს ბადენ-ვიურტემბერგში ჩატარებული ოპერაციისას აიყვანეს და ის რუსეთის მოქალაქეა.

გერმანული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობა ადგილობრივმა პროკურატურამაც დაადასტურა და როგორც ირკვევა, დანაშაულის ჩადენის მოტივი არა ტერორისტული შეხედულებები, არამედ ფინანსური მოგების მიღება იყო.

გერმანიის პროკურატურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა 3 აპრილს ბანკიდან სესხი აიღო და 78 ათას ევროდ დორტმუნდის “ბორუსიას” 15 ათასი აქცია შეიძინა. გუნდის ავტობუსის აფეთქებით კი მას აქციების ფასის რყევის გამოწევევა ჰქონდა გეგმაში, რის შედეგადაც 4 მილიონ ევრომდე მოგება შეიძლება ენახა. ამასთან, ცნობილია, რომ დაკავებულმა წინასწარ დაჯავშნა სასტუმროს ნომერი იმ გზაზე ხედით, სადაც აფეთქება მოხდა.

შეგახსენებთ, 11 აპრილს, “ბორუსიასა” და “მონაკოს” შორის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველი მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, სტადიონისკენ მიმავალ დორტმუნდელთა ავტობუსის წინ აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც გუნდის მცველი მარკ ბარტრა და ავტობუსის გამცილებელი პოლიციელი დაშავდნენ. მომხდარის გამო თამაში ერთი დღით გადაიდო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101505