ფეხბურთი

3:18 | 21.04.2017 | ნანახია 2586 - ჯერ

ევროპა ლიგა: სამი დამატებითი დრო, ერთი პენალტების სერია და ოთხი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი 1/2 ფინალში

ევროპა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის ოთხივე განმეორებითმა შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. გენკში გამართულ დაპირისპირებაში ბრძოლამ 90 წუთს გასტანა, გელზენკირხენში და მანჩესტერში 120 წუთს, ხოლო სტამბოლში კიდევ უფრო დიდხანს და გამარჯვებული ვინაობა პენალტების სერიამ გამოავლინა.

ქომაგების აბსოლუტური უმრავლესობა ვარაუდობდა, რომ ბელგიაში ნათამაშები ფრის (1:1) შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედს” მომდევნო ეტაპზე გასვლა არ გაუჭირდებოდა და “ანდერლეხტის” ბარიერს იოლად დაძლევდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა და ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა ბელგიურ კლუბს ძირითად დროში ვერაფერი დააკლეს.

საწყისი 20 წუთი მთლიანად მასპინძლების იყო და მე-10 წუთზე ჰენრიხ მხიტარიანმა ანგარიში გახსნა. “იუნაიტედს” სულ მალე მეორე ბურთის გატანა შეეძლო, მაგრამ სტუმართა მეკარემ რუბენმა ივარგა და ჯერ პოგბას აჯობა, ხოლო შემდეგ ლინგარდს.

მე-20 წუთიდან მოყოლებული ბელგიელებიც გამოცოცხლდნენ და რომერომ ორი კარგი ბურთის აღება მოახერხა, მაგრამ 32-ე წუთზე ისიც ვერაფერს გახდა და ჰანიმ ახლო მანძილიდან წონასწორობა აღადგინა. ტაიმის ბოლომდე ორივე გუნდს ჰქონდა მომენტი, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა.

მეორე ნახევრის დასაწყისი დაახლოებით თანაბარი გახლდათ და თამაში ორმხრივ შეტევებში მიდიოდა, თუმცა რაც დრო გადიოდა, მასპინძელთ უპირატესობა უფრო მეტად იკვეთებოდა და რუბენის კართანაც მეტი მომენტი იქმნებოდა. ესპანელმა კიპერმა რამდენჯერმე იხსნა საკუთარი გუნდი, ხოლო რამდენიმე მომენტში მარკუს რეშფორდს, პოლ პოგბას და ზლატან იბრაჰიმოვიჩს მიზანმა უმტყუნა. ძირითადი დრო “წითელი ეშმაკებისთვის” ცუდად დამთავრდა: იბრაჰიმოვიჩმა მძიმე ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე ანტონი მარსიალი გამოვიდა.

“მანჩესტერი” დამატებით დროში კიდევ უფრო მიაწვა მეტოქეს და საბოლოოდ 107-ე წუთზე გატეხა: მარუან ფელაინიმ მეტოქის საჯარიმოში მარკუს რეშფორდს თავით დაუგდო ბურთი, რომელმაც მშვენივრად დაამუშავა და რუბენს შორეულ კუთხეში გაუტანა.

დარჩენილ დროში “ანდერლეხტმა” შეტევა სცადა და ერთი-ორჯერ მეტნაკლებად სახიფათოდ შეუტია კიდეც, თუმცა გოლის გასატანად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და შემდეგ ეტაპზე “მანჩესტერ იუნაიტედი” გავიდა.

“ამსტერდამ არენაზე” 2:0-ის წაგების შემდგომ “შალკე” ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო, თუმცა გერმანელებმა ბოლომდე იბრძოლეს და 56-ე წუთისთვის გორეცკას და ბურგსტალერის გოლებით ეს ჩამორჩენა აღმოფხვრეს, ხოლო მე-80 წუთზე ველტმანის გაძევების შემდგომ “აიაქსი” კაცნაკლული დარჩა და უკვე თავად აღმოჩნდა ურთულეს მდგომარეობაში.

“ხუმარებს” სულ ცოტა დააკლდათ, რომ ყველაფერი ძირითად დროში დაესრულებინათ, მაგრამ 94-ე წუთზე ბენედიკტ ჰიოვედესს ანდრე ონანამ საოცარი ბურთი აუღო და “აიაქსი” გავარდნისგან იხსნა.

დამატებითი დრო გასაკვირი არაა, რომ მასპინძლების აქტიურობით დაიწყო და 101-ე წუთზე კალიჯურიმ უპირატესობის მომტანი გოლიც გაიტანა. თუმცა, 10-კაციანი “აიაქსი” არ დანებდა და 111-ე წუთზე ნიკ ვიერგევერმა ნასტასიჩის შეცდომის შემდგომ გადამწყვეტი გოლი გაიტანა, ხოლო 120-ე წუთზე შეტევაში წასული “შალკე” იუნესმა მეორე ბურთით დასაჯა და ამსტერდამული გრანდი 1/2 ფინალში გავიდა.

“ბეშიქთაშის” და “ლიონის” დაპირისპირებაში კი, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გამოდგა საჭირო. ძირითად დროში მასპინძელთაგან დუბლი ანდერსონ ტალისკამ გაიფორმა, ხოლო ფრანგებისგან ერთი ბურთი ალექსანდრე ლაკაზეტმა შეაგდო.

პენალტების სერია ძალიან ამაღელვებელი და ნერვების თამაში აღმოჩნდა. გუნდებმა საწყისი 6-6 დარტყმა ზუსტად შეასრულეს, ხოლო შემდეგ ტოსიჩმა ანტონი ლოპეშს ვეღარ აჯობა. ყველაფერი კრისტოფ ჟალეზე იყო დამოკიდებული, მაგრამ გამოცდილმა მცველმა ფაბრის კარს ზემოდან გადააცილა და ყველაფერი ახლიდან დაიწყო. თუმცა, ვერ ივარგა თურქების ვერც მეორე ცენტრალურმა მცველმა მიტროვიჩმა და მასაც ლოპეშმა აჯობა, ხოლო მაქსიმ გონალონსმა უკვე ზუსტად დაარტყა და “ლიონი” ევროპა ლიგისთვის ბრძოლას განაგრძობს.

ერთადერთი დუელი, სადაც ყველაფერი ძირითად დროში გადაწყდა “გენკის” და “სელტას” ჯახია. უგოლო ტაიმის შემდგომ, გალისიური კლუბი 63-ე წუთზე სისტომ დააწინაურა და ბელგიელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ორი ბურთის გატანა სჭირდებოდათ. ტროსარდმა ერთი ბურთი ოთხ წუთშივე შეაგდო, თუმცა დარჩენილ დროში მასპინძლებს ბევრი მცდელობის მიუხედავად აღარაფერი გამოუვიდათ და 1/2 ფინალი ესპანური კლუბის გარეშე არ ჩაივლის.

ამრიგად, ევროპა ლიგის თასისთვის ბრძოლას ოთხი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი განაგრძობს: ესპანეთის, ინგლისის, ჰოლანდიის და საფრანგეთის.

ბეშიქთაში – ლიონი 2:1 (1:1) პენ: 6:7

სტამბოლი, “ვოდაფონ არენა”

ბეშიქთაში (4-2-3-1): ფაბრი, ტოშიჩი, მიტროვიჩი, ადრიანო (ბეკი 77), გონული, ოზიაკუპი (უსალი 94), ჰაჩინსონი, ტალისკა, ბაბელი, კვარეზმა (არსლანი 117), ტოსუნი.
მწვრთნელი: შენოლ გიუნეში

ლიონი (4-3-3): ლოპეში, ნ’კულუ, დიაკაბი, მორელი (რიბუსი 120+2), ჟალე, ტუსარტი, გონალონსი, ტოლისო, ვალბუენა, კორნე (ფეკირი 77), ლაკაზეტი (გეჟალი 91).
მწვრთნელი: ბრუნო გენესიო

გოლები: 1:0, 2:1 ტალისკა (27; 58), 1:1 ლაკაზეტი (34)
გაფრთხილებები: ადრიანო, ტოშიჩი, გონული – გონალონსი
მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

პენალტების სერია: 1:0 ბაბელი, 1:1 ფეკირი, 2:1 ტოსუნი, 2:2 ტოლისო, 3:2 ჰაჩინსონი, 3:3 გეჟალი, 4:3 არსლანი, 4:4 რიბუსი, 5:4 ტალისკა, 5:5 ვალბუენა, 6:5 უსალი, 6:6 დიაკაბი, 6:6 ტოშიჩი (მეკარე), 6:6 ჟალე (ააცილა), 6:6 მიტროვიჩი (მეკარე), 6:7 გონალონსი.

გენკი – სელტა 1:1 (0:0)

გენკი, “კრისტალ არენა”

გენკი (4-3-3): რაიანი, ბრაბეჩი (დეუესტი 81), კოლი, კასტანიე, ურონენი, ბერგი, პოზუელო, მალინოვსკი (ბოეტიუსი 72), ბუფელი (შრივერსი 72), ტროსარდი, სამატა.
მწვრთნელი: ალბერტ სტუივენბერგი

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, კაბრალი, ფონტასი, ხონი, მალიო, რადოია, პ.ერნანდესი, ვასი (ხოზაბედი 80), ასპასი, სისტო, გუიდეტი (ბივუ 42, რონკალია 91).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლები: 0:1 სისტო (63), 1:1 ტროსარდი (67)
გაფრთხილებები: დეუესტი – პ.ერნანდესი, ხონი, მალიო
მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია)

მანჩესტერ იუნაიტედი – ანდერლეხტი 1:1 (1:1) დ.დ. 2:1

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-1-4-1): რომერო, როხო (ბლინდი 23), ბაილი, ვალენსია, შოუ, კერიკი, ლინგარდი (ფელაინი 60), პოგბა, რეშფორდი, მხიტარიანი, იბრაჰიმოვიჩი (მარსიალი 91).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ანდერლეხტი (4-1-4-1): რუბენი, სპაჟიჩი, მბოჯი, აპია, ობრადოვიჩი, დენდონკერი, ჰანი (სტანკუ 64), ტიელემანსი, აჩეამპონგი, ჩიფჩუ (ბრუნო 64), ტეოდორჩუკი (ტელინი 79).
მწვრთნელი: რენე ვეილერი

გოლები: 1:0 მხიტარიანი (10), 1:1 ჰანი (32), 2:1 რეშფორდი (107)
გაფრთხილებები: ტიელემანსი, აპია
მსაჯი: უნდიანო მალენკო (ესპანეთი)

შალკე – აიაქსი 2:0 (0:0) დ.დ. 3:2

გელზენკირხენი, “ველტინს არენა”

შალკე (4-2-3-1): ფერმანი, ჰიოვედესი, ნასტასიჩი, კოლოშინაცი, რიტერი (ავდიჯა 112), ბენტალები, სტამბული (ჰუნტელაარი 53), გორეცკა (გეისი 84), მეიერი, კალიჯური, ბურგსტალერი.
მწვრთნელი: მარკუს ვეინზიერლი

აიაქსი (4-3-3): ონანა, დ.სანჩესი, დე ლიგტი, ვიერგევერი, დე ლიგტი, შონე (ვან დე ბიკი 74), კლაასენი, ზიეჩი, კლიუვერტი (დოლბერგი 61), იუნესი, ბ.ტრაორე (ტეტე 82).
მწვრთნელი: პიტერ ბოში

გოლები: 1:0 გორეცკა (53), 2:0 ბურგსტალერი (56), 3:0 კალიჯური (101), 3:1 ვიერგევერი (111), 3:2 იუნესი (120)
გაფრთხილებები: ბურგსტალერი, კოლოშინაცი, ნასტასიჩი – ველტმანი, ვიერგევერი, ზიეჩი
გაძევება: ველტმანი (80)
მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

სელტა   3 - 2    გენკი

შემადგენლობა

მოვლენები

აიაქსი   2 - 0    შალკე

შემადგენლობა

მოვლენები

ანდერლეხტი   1 - 1    მანჩესტერი

შემადგენლობა

მოვლენები

ლიონი   2 - 1    ბეშიქთაში

შემადგენლობა

მოვლენები

შალკე   3 - 2    აიაქსი

შემადგენლობა

მოვლენები

მანჩესტერი   2 - 1    ანდერლეხტი

შემადგენლობა

მოვლენები

გენკი   1 - 1    სელტა

შემადგენლობა

მოვლენები

ბეშიქთაში   8 - 8    ლიონი

შემადგენლობა

მოვლენები

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:24 | 21.04.2017
Tifoz Di MALDINI (18350)

იმედი მაქვს აიაქსი დადებს ევროპა ლიგას. მანჩესტერმა თუ მოიგო ეგეც არ გამიტყდება. სელტამ არ მოიგოს მთვარია (სელტს საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს პრინციპში). ესპანელთა ჰეგემონია როდესმე ხომ უნდა დასრულდეს

14:23 | 21.04.2017
deqstera_best_7 (1510)

ხო საშუალო დონე ეძახეთ და მომავალი წლისთვის 2-3 ისეთი ტრანსფერი(გრიზმანი, ვერატი, ???) როგორც შარშან იყო და ლიგაზე გაიწევენ

წელსაც მშვენივრად თამაშობენ, უბრალოდ უიღბლობის მომენტი აქვთ!!

13:43 | 21.04.2017
taziiik (1499)

გამე არ მძინავს ისე მძულს მანჩესტერი... უბრალოდ ფაქტი სახეზეა... უკვე ბოლო რამდენი წელია საშუალო დონის გუნდია )

12:35 | 21.04.2017
dadado9 (14491)

ეშლიკუნა მანჩესტერის სიძულვილი არაფერშუაშია))

უბრალოდ დე ხეა უფრო წამოვა ლიგის საგზურის გარეშე რომ დარჩება და პოგმა უნდა ჩალპეს მანდ ეგ იქნება კარგი

14:24 | 21.04.2017
ეშლი იანგი (5908)

შენ მაბრმავრბ ჩემიძმა ? პოგბა ყ*ეო , ლიგის გარეშე იქნრბაო , მე ვიზეც ვთქვი ქვევით , ყველას სძულთ მანჩედტერი აბა რა ბრმა კი არ ვარ. სულ მანჩესტერის გინებაში ხართ ეს სასტავი. რატო პსჟს არ აგინებთ, რატო იუვეს რაფო არ სგინებთ ან რავი მონაკო? მანჩესტერი გძულთ და მაგიტო აგირბთ და დასცინიხართ

12:59 | 21.04.2017
raul-iker (5538)

+1

12:54 | 21.04.2017
mjgiri (568)

რეალს არააქ მაგდენი ფული

13:26 | 21.04.2017
კორბენ ვაი-კულე (5530)

რეალს იმდენი ფული აქვს, კენგურუ ვერ გადაახტება DDDDDDDDDD

12:51 | 21.04.2017
ფლიპი (2495)

dzaan chama pogbam manushi ro gadavida,realshi unda mosuliyo.

12:23 | 21.04.2017
babuna18 (187)

სევილია სელტამ შეცვალა ევროპის ლიგაზე

12:06 | 21.04.2017
კორბენ ვაი-კულე (5530)

ნეტა რამდენი ჩათლახობის დამადასტურებელი სერთიფიკატი აქვს ჟოზეს სახლში ? DDDDDDDDD
ვიცოდი ეგრე ბო...რად რო გავიდოდნენ ეშმაკები (მეტსახელიც როგორი ზუსტი აქვთ).
გერმანული კლუბების წლევანდელი გამოსვლა ევროთასებზე იყო ძალიან უცნაური. შალკემ ხო დააგვირგვინა საერთოდ. არც მომავალ სეზონში ველი უკეთესს, ისეთი გუნდები გადიან. ჰოფენჰაიმი არა ზემო ხანდაკი კიდე DDDDDDDDDD

12:07 | 21.04.2017
raul-iker (5538)

11:57 | 21.04.2017
cameleoni (163)

მაურინიოს გამო არ მინდა რომ მოიგოს მანიუმ. არადა ფერგის დროს ბაიერნის შემდეგ ამ გუნდს ვბალეშიკობდი.

11:37 | 21.04.2017
MU012FC (9126)

რა მანჩესტერის მოგება, სელტამ უნდა მოიგოს, დონის დონე გუნდია, იაგო ყავთ ასპასი,
ან კიდევ აიაქსმა, კაი ახალგაზრდული გუნდია,
ლიონიც არაა ცუდი გუნდი, შეკრული კოლექტივია.

ოღონდ მანჩესტერმა არა და თუნდაც მოზამბიკის მაპუტუ იუნაიტედს მოუგია.

12:09 | 21.04.2017
raul-iker (5538)

3-ვე უკეთეს ფეხბურთს თამაშობს მანჩესტერზე და მაგიტომაც უნდა მოიგოს ერთ-ერთმა

11:48 | 21.04.2017
გ.ი.გ.ზ.ი. (3711)

მე უფრო ბოღმის და სიძულვილის მიზეზი მაინტერესებს ამაში ქართველები პირველები ვართ

09:46 | 21.04.2017
ეშლი იანგი (5908)

საიტზე ყველაზე მეტად მანჩესტერი სძულთ ეგ ნამდვილად არაა ახალი ამბავი. ნუ, ძირითადად ესპანური ფეხბურთის ბალეშიკებს. ოღოოოონდ მანჩესტერმა არ მოიგეს და თუნდაც გრანადას მოუგია

10:17 | 21.04.2017
raul-iker (5538)

ხოო. ძლიერები ყველას სძულთ

10:31 | 21.04.2017
ეშლი იანგი (5908)

ძლიერს ვერ ვუწოდებ ჩემ გუნდს დღეს (მითუმეტეს გუშინდელი თამაშის მერე), უბრალოდ სასაცილოა ფაქტი რაც ვთქვი. აქ კიდე საიტზე ოღონდ მანჩესტერმა არ მოიგოს და გრანადას ჩაახუტებენ თასს ან რავი, ანჟერს

10:53 | 21.04.2017
raul-iker (5538)

ჯერ ისეც არ მევასებოდა მანჩესტერი და რაც მაურინიო მივიდა სულ შემძულდა

10:31 | 21.04.2017
ეშლი იანგი (5908)

09:29 | 21.04.2017
deqstera_best_7 (1510)

აშკარად ჯობდა და ძირითადშივე უნდა მოემთავრებინა, ამდენი მომენტის გამაზვა არშეიძლება...

raul-iker
აი ჯერ მანჩესტერის მოგება რატო არგინდა და მერე სამივე გუნდს აქვთ იმდენი შანსი მოგების რამდენიც მარტო მანჩესტერს?? ევროპა ლიგას უეჭველი იუნაიტედი დადებს წელს!!

10:19 | 21.04.2017
raul-iker (5538)

წინა წელსაც ან მანჩესტერს უნდა მოეგო ან ლივერპულს, მარა სევილიამ წააბრძანა თასი

09:37 | 21.04.2017
zura-mesi (5217)

არაფრით არ ჯობია მანიუ იგივე ლიონს გარდა სახელისა, იბრაც დაემტვრათ თან.

09:10 | 21.04.2017
raul-iker (5538)

მთავარია ყ.. მანჩესტერმა არ მოიგოს. ისე თავიდანვე ლიონი-სელტა მინდოდა ფინალი და იქნებ დაჯდეს

07:19 | 21.04.2017
temo11 (698)

უსლევესი გუნდია მანჩესტერი, ამათი .............

სტატისტიკა
ევროპის ლიგის ფინალური ეტაპი - ტური 1/8
  • 9 მარტი, 2017
  • აპოელ 0 - 1 ანდერლეხტი
  • როსტოვი 1 - 1 მანჩესტერი
  • კოპენჰაგენი 2 - 1 აიაქსი
  • სელტა 2 - 1 კრასნოდარი
  • შალკე 1 - 1 გლადბახი
  • ლიონი 4 - 2 რომა
  • ოლიმპიაკოსი 1 - 1 ბეშიქთაში
  • გენტი 2 - 5 გენკი
  • 16 მარტი, 2017
  • კრასნოდარი 0 - 2 სელტა
  • ბეშიქთაში 4 - 1 ოლიმპიაკოსი
  • გენკი 1 - 1 გენტი
  • ანდერლეხტი 1 - 0 აპოელ
  • გლადბახი 2 - 2 შალკე
  • რომა 2 - 1 ლიონი
  • მანჩესტერი 1 - 0 როსტოვი
  • აიაქსი 2 - 0 კოპენჰაგენი
  • 4 გოლი
  • ჰენრიხ მხითარიანი (მანჩესტერი)
  • ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი)
  • ნაბილ ფეკირი (ლიონი)
  • 3 გოლი
  • ედინ ჯეკო (რომა)
  • რაიან ბებელი (ბეშიქთაში)
2.578292