სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ძიუდო

20:44 | 20.04.2017 | ნანახია 4775 - ჯერ

იმედების გაცრუებების დღე – რუსეთის და უკრაინის ქართული ოქროები და უმედლო საქართველო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ვარშავაში დღეს დაწყებული ევროპის ჩემპიონატის სტარტი წარუმატებელი გამოდგა. ოთხდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს, მამაკაცთა შორის 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა მედლები. ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილი გუნდიდან კი ტატამზე სამი ძიუდოისტი გავიდა და პოდიუმზე ასვლა ერთმაც ვერ შეძლო.

უმსუბუქეს წონაში, დილის პროგრამის შემდეგ გაჩნდა რეალური შანსი, რომ ვარშავაში თბილისის ახლახან ჩატარებული გრან პრის ფინალური წყვილი შედგებოდა. ლუხუმ ჩხვიმიანს და ამირან პაპინაშვილს მიზნამდე თითო ნაბიჯიღა აკლდათ – ორივე ნახევარფინალში იყო, მაგრამ არათუ, გარანტირებული ოქრო-ვერცხლი, საბოლოოდ ერთი ბრინჯაოც სანატრელი გაგვიხდა.

ევროპის 2013 წლის ჩემპიონი, 28 წლის ამირან პაპინაშვილი ევროპირველობაზე მეორე ნომრად იყო განთესილი და საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო, ფრანგ სედრიკ რევოლთან დაჭიდებით. იქამდე რევოლმა ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, სომეხი ჰოვანეს დავთიანი გამოთიშა შეჯიბრებას.

პაპინაშვილი რევოლს მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ დაუპირისპირდა. პირველად დიუსელდორფის გრან პრის მერვედფინალში შეხვდა და უილეთო ბრძოლაში, ოქროს დროში, გაფრთხილებით აჯობა. ამჯერად კი ვაზარით გაუსწორდა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ევროპის ბრინჯაოს პრიზიორს (2013) – ბრიტანელ ეშლი მაკკენზის დაეჭიდა და უილეთოდ, მე-5 წუთზე მოპოვებული შიდოს უპირატესობით გასცდა.

ნახევარფინალში ამირანი, ბულგარელ იანისლავ გერჩევთან ბრძოლაში, ოქროს დროში შიდოს უპირატესობით (1-2) შევიდა, მაგრამ დამატებულ წუთებზე ორი გაფრთხილება მიიღო და შიდოების ლიმიტის ამოწურვის გამო რეპეშაჟის ფინალში გადაერთო.

იქ კი პაპინაშვილი აზერბაიჯანელ ევროპის და მსოფლიოს პრიზიორ ორხან საფაროვს დაუპირისპირდა და 37 წამში დაეცა იპონზე.

ლუხუმ ჩხვიმიანმაც, თანაგუნდელის მსგავსად, მერვედფინალით დაიწყო. ებრაელ დანიელ ბენ დავიდს დაეჭიდა და სამწუთნახევარში, ხელის მტკივნეულით დაამარცხა. იქამდე ერთხელ, ვაზარით შეფასებული გდება შეუსრულა.

მეოთხედფინალში ჩხვიმიანი საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრ ბეთქილ შუკვანს დაუპირისპირდა, რომელიც ბოლო წლებში, ბექირ ოზლუს სახელით, თურქეთის ნაკრების რიგებში გამოდის. საქართველოსა და თბილისის გრან პრის მოქმედმა ჩემპიონმა ნაცნობ მეტოქეს ორი ვაზარით აჯობა და ნახევარფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა, სადაც რუსეთის ნაკრების წევრ რობერტ მშვიდობაძეს დაუპირისპირდა და უილეთო ძირითადი დროის შემდეგ, მე-7 წუთზე მიღებული გაფრთხილებით დამარცხდა.

"ბრინჯაოს ფინალში” ჩხვიმიანი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონს - ესპანელ ფრანცისკო გარიგოსს დაუპირისპირდა. მას აქამდე ორჯერ შეხვედროდა და ორჯერვე წაეგო. რევანში ვერც მესამე ცდაზე შედგა. გარიგოსმა მედალი პირველ წუთზე შესრულებული ვაზარით გაინაღდა.

ძიუდოს ქართველმა გულშემატკივრებმა დღეს, ერთი დიდი იმედგაცრუება დილის პროგრამაშიც ვიწვნიეთ. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა ვაჟა მარგველაშვილმა არათუ ტიტულის ზედიზედ მეორედ მოგება, ფინალურ ბლოკში მოხვედრაც ვერ შეძლო.

პოლონურ ტატამზე მარგველაშვილი მხოლოდ ორჯერ გავიდა. პირველ წრეში ესპანეთის ნაკრების წევრ გარ ურიარტესთან, ბრუნის მესამე მცდელობა ვაზარით დაასრულა. ცოტა ხანში მეორე ვაზარიც მოიპოვა. მეოთხე წუთის დასაწყისში კი მეტოქეს სუფთა გდებაც შეუსრულა.

მერვედფინალში მსოფლიოს რეიტინგში მე-10 ადგილზე მყოფი ქართველი ძიუდოისტი თავისზე 53 საფეხურით დაბლა მდგომ სლოვაკ მატეჟ პოლიაკს დაეჭიდა და... ჩემპიონატს გამოეთიშა - მეორე წუთზე, მარგველაშვილი შეტევისას მეტოქეს შეეკრა და ბეჭებზე დავარდა.

მამაკაცებს შორის, ორივე წონაში, ევროპის ჩემპიონები ქართველი ძიუდოისტები გახდნენ, მაგრამ ამით საქართველოს ნაკრებს და ქართულ ძიუდოს არაფერი შემატებია. რობერტ მშვიდობაძის ოქრო რუსეთის ანგარიშზე ჩაიწერა. გიორგი ზანთარაიას (66 კგ) ტრიუმფით კი უკრაინელმა ქომაგებმა გაიხარეს.

დღესვე, ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები ქალთა პირველ სამ წონით კატეგორიაშიც (48, 52 და 57 კგ) გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით კონკურენციაში ოლღა ალადოშვილი (48 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ჩაებნენ, მაგრამ ორივე მერვედფინალში დამარცხდა.

ლიპარტელიანმა იქამდე ერთი შეხვედრის მოგება მოასწრო – უნგრელ იბოლია შიროკის სამწუთნახევარში სამი შიდო მიაღებინა. 23-წლამდელთა შორის ევროპის მოქმედ ჩემპიონთან - გერმანელ ტერეზა შტოლთან კი ვეღარას გახდა.

ოლღა ალადოშვილი წილისყრამ პირდაპირ მერვედფინალში განთესა. პირველ მეტოქედ კი ებრაელი ნოა მინსკერი არგუნა. მეოთხედფინალის საგზური მინსკერმა მოიპოვა, ვაზარით.

ხვალ, მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდება. მამაკაცებში 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ხოლო ქალებში – 63 და 70 კილოგრამებში. საქართველოს სახელით ტატამზე შარშანდელი ევროპირველობის ფინალისტი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ) გავლენ.

ძიუდო

ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი

ვარშავა

20 აპრილი

მამაკაცები

60 კგ

1 რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი)

2 იანისლავ გერჩევი (ბულგარეთი)

3 ფრანცისკო გარიგოსი (ესპანეთი)

3 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)

5 ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)

5 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

66 კგ

1 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)

2 ადრიან გომბოცი (სლოვენია)

3 მატეჟ პოლიაკი (სლოვაკეთი)

3 ნიჯათ შიხალიზადა (აზერბაიჯანი)

ქალები

48 კგ

1 დარია ბილოდიდი (უკრაინა)

2 ირინა დოლგოვა (რუსეთი)

3 ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი)

3 მონიკა უნგურეანუ (რუმინეთი)

52 კგ

1 მაილინდა კელმენდი (კოსოვო)

2 ალესია კუზნეცოვა (რუსეთი)

3 ჯოანა რამოსი (პორტუგალია)

3 ეველინ ჩოპი (შვეიცარია)

57 კგ

1 პრისცილა ნეტო (საფრანგეთი)

2 ტერეზა შტოლი (გერმანია)

3 ელენ რესევო (საფრანგეთი)

3 ნორა გიაკოვა (კოსოვო)

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (23)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:59 | 21.04.2017
luka08 (192)

გარეჯი

მე არ მითქვამს , რომ დაღუპულები ვართ , ვთქვი და ვამბობ , რომ გვიჭირს და სანამ დავიღუპებით მიდგომა უნდა შევცვალოთ , გავაუმჯობესოთ . ძიუდო ჩემის აზრით უნდა გავიდეს ისეთ რეგიონებშიც , სადაც აქამდე ერთი სექციაც არ ყოფილა არასოდეს . მე ვიცი ესეთი რეგიონები და ისიც ვიცი , რომ ძიუდოთი დაინტერესებული ბავშვები არიან . პროფესიონალიზმში თუ გულისხმობთ იმას , რომ Yოფილი ძიუდოისტები არიან ფედერაციაში , ნაკრების მწვრთნელები და ა.შ. გეთანხმებით , არიან და თანაც გულიანი და პატრიოტი ხალხიც არიან , მაგრამ დღევანდელი გაგებით პროფესიონალიზმი ბევრად მრავლისმომცველი მცნებაა . სწორი მენეჯმენტი , სწორი დაგეგმვა სამწვრტნელო პროცესისა თუ ტურნირების , საჭირო დროს საჭირო დატვირთვა და ა.შ. ამას კი მართო გული , ყოფილი ჩემპიონობა და პატრიოტიზმი არ ყოფნის . ამაზე მაქვს საუბარი , თორემ ძიუდოისტებს რომ ჩემზე მეტად უნდათ საკუთარი გამარჯვება და მარცხს განიცდიან , ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი.
იაპონიას რაც შეეხება , როგორი დასკვნები გააკეთეს ?! ეხლა რა დონეზე არიან ხომ ხედავთ. დააბრალეს ჩვენსავით შემთხვევითობას და ჩვენი ზოგიერთო მიმომხილველის მსგავსად იძახეს , მთავარია ამერიკელებს ვამარცხებთო ?( ხიროსიმასა და ნაგასაკის გამო ). ქართველი უინტელექტო , ცუნდრუკა კომენტატორები რომ უპირველეს მიზნად რუსის წაქცევას თვლიან- სასაცილოა ,სატირალი რომ არ იყოს
სასწრაფოდ უნდა აღდგეს სპორტის აკადემია , სადაც პროფესიონალი კადრები მომზადდება სპორტის ყველა სახეობისათვის და საჯარო სკოლებში უნდა დამთავრდეს ფიზკულტურისა და სპორტის შეგნებულად თუ შეუგნებლად .. ფეხებზე დაკიდება - დაჩლუნგდენ ბავშვები !

11:38 | 21.04.2017
mindia (2105)

თვალი მოვკარი და ვეთანხმები, პაპინაშვილი წელს ძალიან ბევრ ტურნირზე გამოვიდა, ზედმეტად ბევრზე.

10:21 | 21.04.2017
tiko (4455)

მსჰვიდობიან დილას გისურვებთ მეგობრებო

10:03 | 21.04.2017
mamuka-25 (237)

მესამე კატეგორიის ტურნირზე ფავორიტი რომ ხარ და ოქროზე არ არის ლაპარაკი, საერთოდ მედალსაც რომ ვერ აიღებ, ძალიან ცუდად ყოფილა საქმე!

09:04 | 21.04.2017
გარეჯი (2872)

ლუკა ბევრ რამეში გეთანხმები როგორი ქვეყანაც ვართ იმასთან შედარებით რამოდენიმე სპორტის სახებაზე ვერაფერს ვერ ვიტყვით. წინა ოლიმპიადაზე იაპონია დარჩა ოქროს გარეშე ძიუდოში. ასე რომ მთლად დაღუპულები არ ვართ კიდევ ვიმეორებ რა ქვეყანაც ქვაქვს მაგ გადმოსახედიდან. არაპროფენიოლაზმი ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ყველა სფეროშია. ეს ძიუდოს არ ეხება აქ პროფესიონალები არიან მაგრამ საქმისადმი დამოკიდებულება ცოტა მოისუსტებს. გარედან ეგრე ჩანს

08:56 | 21.04.2017
გარეჯი (2872)

ფული უნდოდა

09:33 | 21.04.2017
ალექსანდრე (3948)

შეიძლება მართლა ფული უნდოდა, მაგრამ ევროპაზე მედლის შემთხვევაში ჩვენი სპორტის სამინისტრო მეტს უხდის ვიდრე თბილისის გრანპრის მეორე ადგილზე მიღებული 2000 აშშ დოლარია.

08:56 | 21.04.2017
გარეჯი (2872)

ნახევარ ფინალები მიბმული რომ ყოფილიყო დილის გამოსვლებს ჩხვიმიანიც და პაპინაშვილიც
მესამეს აიღებდნენ

03:35 | 21.04.2017
ალექსანდრე (3948)

როცა პარიზსა და დიუსელდორფს აჭიდავებ, მესამე გრანპრი- თბილისში არაფერში სჭირდებოდა პაპინას. რას ქვია თვითონ მოინდომაო, რომ ამბობს ნაკრების შეფი, სპორტსმენის სურვილზე ხომ არ უნდა ვიაროთ?

03:32 | 21.04.2017
ალექსანდრე (3948)

თუ რამე მესმის, დღეს ზებედამ და ლაშამ შედეგები უნდა დადონ.

03:31 | 21.04.2017
ალექსანდრე (3948)

ფიზიკური გამძლეობა დაბალ დონეზეა, ეს განსაკუთრებით გამოჩნდა დამღლელი ნახევარფინალების შემდეგ, როცა ბრინჯაოსთვის ბრძოლები უშანსოდ წააგეს.

03:29 | 21.04.2017
ალექსანდრე (3948)

პაპინასთვის ზედმეტი იყო თბილისში გამოსვლა, ძალაგამოცლილი ჩანდა.

01:13 | 21.04.2017
federer (17) (10344)

ასეთ ცუდ ფინიშს არ მოველოდი ნამდვილად

01:14 | 21.04.2017
federer (17) (10344)

ლუხუმამ მაინც ვერ ირწმუნა რო სერიოზულ ტურნირებზე გამარჯვება შეიძლება

23:30 | 20.04.2017
liberaltiobartuxucesi (62)

ძნელად ვიმნე ლუკას არ დაეთანხმოს. . .არ ვიცი ეგებ გადამეტებულიცაა ოლიმპიადებზე დაწესებული სარეკორდო ფულადი ჯილდოები. . .ღმერთმჺ ბევრი მისცეთ მაგრამ . . .რავიცი რავიცი. . .ერთია კიდე უკვე ამაზრზენ ხასიათს იღებს კომენტატორთაგან ერთგვარი რუაოფობია .ეს უკვე სირცხვილია და უცხო თვალი ერთან გაავლებს პარალელს რაც ყოვლად დაუშვებელია. . .

23:16 | 20.04.2017
tiko (4455)

მე დავწერე ბაქოს სლემის მერე თუ ვინ იქნებოდა მსურველი, რამდენი ადამიანი შეიკრიბებოდა რომ გულშემატკიართა შეხვედრა ჩატარებულიყო ბატონ დავით ქევხიშვილთან, ვერ ვნახე ადამიანი ვერავინ სამწუხაოდ, ეს თქვენი აზრები იქ რომ ჩამოაყალიბოთ არ შეიძლება? თქვე კარგო ადამიანებო მოდით და ერთად ვთქვათ სათქმელი , ყველას გვიყვარს ძიუდო და შევიტანოთ ჩვენი წვლილიც ხომ შეიძლება? მერწმუნეთ ყველა მოგისმენს და გაითცვალისწინებს ჩვენს აზრს

23:15 | 20.04.2017
luka08 (192)

liberaltiobartuxucesi
საქართველოში ყველგან , ყველაფერში არაპროფესიონალიზმის დოღია ძმობილო . ნახევრად სიმართლე , ნახევრად ცოდნა , ნახევრად მონდომება .... და ამ შემთხვევაში , ნახევრად ვარჯიში . მე 2 წელია ვწერ აქაც და სხვაგანაც ვამბობ , რომ ძიუდოს უჭირს . უჭირს არა იმდენად მატერიალურად და იმფრასტრუქტურით ( თუმცა ეგეც არის ხოლმე ) , არამედ მიდგომის მხრივ და ფსიქოლოგიურად . ამას ემათება ტრაბახი .ტრაბახი ჟურნალისტებიდან , ტრაბახი სპორტის მესვეურებიდან , ფედერაციებიდან და ა.შ. იმდენს ვტრაბახობთ , რომ ჩვენც გვჯერა , რომ ყველაფერი რიგზეა და ჩვენი წამქცევი , მომრევი , მომგები ამ ქვეყნად არავინაა . ნუ დაგვავიწყდება , რომ სპორცნენები ახალგაზრდები არიან , ცხოვრებაში თითქმის არაფერი უნახავთ და ამიტომ ეიფორიაში ვარდებიან . ხოლო როცა წინააღმდეგობა შეხვდებათ , მოუმზადებლები არიან და ჯერ გაკვირვებას შეატყობთ სახეზე , მერე კი დამფრთხალი და გაოგნებულები არიან და დამარცხებულები ხშირად , სამჭუხაროდ . ჭრიკიშვიკის ოლიმპიადები გაიხსენეთ , ასევე მარსაგიშვილი . უდიდეს პატივს ვცემ ლიპარტელიანს , როგორც პიროვნებას და როგორც სპორცმენს . მაგრამ გავიხსენოთ , რამდენი წელი ვიძახეთ ყველამ , რომ ჭონის უპირობო ფავორიტია , უპირველესი კანდიდატი ოქროსი და ა.შ. შედეგი რა ? - ეერთი მსოფლიოც ვერ ქნა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მყოფმა , ოლიმპიადაზე არაფერს ვამბობ ((თავისი წონის უპირობო ლიდერი დღევანდელ ძიუდოში არის რინერი, სხვა არავინ. ნეტავ არ ამიხდეს , მაგრამ მეშინია პერსპექტიულად არ დარჩეს ტაისონაც და თავისუფლებში გენო . რეალობას აცდენილი ვართ ყველაფერში და ესაა მთავარი მიზეზი ყველაფრისა . ფიზიკური გამძლეობა მოაქვს სწორ ვარჯიშს და სწორ მედიცინას ვარჯიშთან ერთად . ჩვენ ძველებურად ,,ჯიგრისა" და ,,დუხის" იმედათ ვართ .
შეიძლება ვცდები , მაგრამ მე ესეთი აზრი მაქვს .

23:17 | 20.04.2017
tiko (4455)

მართალი ხარ

23:02 | 20.04.2017
arturi-baierni (24288)

მთავარი თემაა აქ ნაკრებში ვერ ხვდებიან ყურადღება არ ექცევათ სათანადო დგებიან და მიდიან სხვისი სახელით გამოდიან იქ ჯერ ნაკრებში ადგილი მერე პირველი ნომრობა შემდეგ კი ტიტულებიი ტეხავს კიდევ ბევრს ვნახავ ასე გაქცეულს მერე რომ აქეთ ბეჭებზე დაგვაგდებს

22:58 | 20.04.2017
arturi-baierni (24288)

ილეთის გაკეთება ამგენმა არ იციან რაც არ უნდა წესები ცვალონ ესენი მაინც ჯაჯგურს აგრძელებენ

22:29 | 20.04.2017
liberaltiobartuxucesi (62)

კომენტატორები უნდა ჩამოახჩო რა. . .დაიღალა კვდება ბულგარელიო კაცოოოო ვაააა. . .იქ პახოდუ ცირეკიძის ყვირილი მოისმა ჩხუმიანს რო ეუბნება ვეღარ დგას ფეხზე მკვდარიაო .ხა ხა ხა. . კაცო ერთი ვერ ვიგებ ამ ფიზიკისა თუ ფარდობითობის თეორიისა რა:რანაირად ხდება რომ სანამ ქართველები არიან ფიზიკაში მკვდრები არიან და როგორც გაუცხოელდებიან აღარ კვდებიან. . .ნეტა რის ბრალია?. . .ვინაა დამნაშავე ნეტა?. . .ნუ ნაცქოცების გარდა ნუ. . .ეგებ ვინმემ მიპასუხოს

23:15 | 20.04.2017
კორბენ ვაი-კულე (5530)

სამშობლოს დიხანიაზე ცვლიან. ეგ გრეხად არ ეთვლებათ DDDDDDDDDD

22:34 | 20.04.2017
sabonis (5239)

არ არის საქართველოში ფიზმომზადების მწვრთნელი და იმიტომ(ნუ მცოდნე მწვრთნელს ვგულისხმობ)

22:20 | 20.04.2017
levani82 (39349)

ასეთ გამოსვლას ვგულისხმობ მედლამდე 1 ნაბიჯი რომ გაკლია აგებ შემდეგ კიდევ გეძლევა შანსი მედალი აიღო და იმასაც რომ აგებ მაგას ჯობდა პირველივე ეტაპიდან გამოვთიშულიყავით ასე მაინც არ ვიდარდებდით

22:02 | 20.04.2017
nugo-cule (60)

ეტყობა ქართველებს ლურჯი ფერი არ მოსწონთ. ფაქტიურად ყველამ წააგო ის შეხვედრა რომელშიც ლურჯი ეცვა.

21:09 | 20.04.2017
abuka (745)

რაღაც გამოხმაურება არ მოყვა ფაქტებს! რაშია საქმე?

21:00 | 20.04.2017
არჩილ სოხუმელი (2182)

დაისვა შეკითხვა თურქეთის ნაკების მწვრთნელი ვინ არისო, ირაკლი უზნაძეზე იკითხეს. ირაკლი უზნაძეა თურქეთის ნაკრების მწვრთნელი.
https://sputnik-georgia.ru/sport/20170322/235290004/Gruzin-vozglavil-muzhskuju-sbornuju-Turcii-po-dzjudo.html
http://judokramatorsk.info/publikaciya/gruzin-vozglavil-muzhskuyu-sbornuyu-turcii-po-dzyudo/
https://sputnik-georgia.com/sport/20170322/235290682/TurqeTis-Ziudos-nakrebs-qarTveli-mwvrTneli-eyoleba.html

21:00 | 20.04.2017
sabonis (5239)

ეტყობა ვარჩიშებზე ოფლი არ გამოყავთ(რომ არ გაცივდნენ)DD

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.138393