ფეხბურთი

14:12 | 20.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვიტალი დარასელიას ტურნირის გახსნის ცერემონიალი (VIDEO)
"დინამოს" პრესსამსახურის ვიდეო

ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემია დღეიდან 25 აპრილის ჩათვლით ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. შეჯიბრში, რომელიც ამჯერად 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის გაიმართება, თბილისის “დინამოსთან” ერთად მონაწილეობას მიიღებენ: იტალიის "ინტერი", ბელგიის "გენტი", აზერბაიჯანის "გაბალა", ხორვატიის "დინამო ზაგრები", უკრაინის "დინამო კიევი", თურქეთის "ტრაბზონსფორი" და ტურნირის მოქმედი ჩემპიონი - ჰოლანდიის "ალკმაარი".

A ჯგუფი: დინამო (თბილისი), ინტერი, გაბალა, გენტი

B ჯგუფი: ალკმაარი, დინამო (ზაგრები), ტრაბზონსპორი, დინამო (კიევი)

მატჩების განრიგი:

20 აპრილი: 14:00 დინამო (თბ)-გენტი, 16:00 ინტერი-გაბალა, 18:00 ალკმაარი-დინამო (კ), 20:00 დინამო (ზ)-ტრაბზონსფორი

21 აპრილი: 12:00 ტრაბზონსფორი-ალკმაარი, 14:00 დინამო (კ)-დინამო (ზ), 16:00 გაბალა-დინამო (თბ), 18:00 გენტი-მილანი

22 აპრილი: 12:00 გაბალა-გენტი, 14:00 დინამო (თბ)-ინტერი, 16:00 ალკმაარი-დინამო (ზ), 18:00 ტრაბზონსფორი-დინამო (კ)

24 აპრილს ნახევარფინალები გაიმართება, ხოლო 25 აპრილს - ფინალი.

ფინალი "დინამო არენაზე" გაიმართება და "სილკ უნივერსალი" პირდაპირ რეპორტაჟს შემოგვთავაზებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127423