სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
კალათბურთი

13:52 | 20.04.2017 | ნანახია 3701 - ჯერ

ცქიტიშვილმა "მანამას" ბაჰრეინის ჩემპიონობა მოაგებინა

ნიკოლოზ ცქიტიშვილი ბაჰრეინის ჩემპიონია. მისმა გუნდმა „მანამამ“ ქვეყნის ჩემპიონატის ფინალური სერიის მე-3 მატჩი დაძაბულ ბრძოლაში მოუგო „ალ მუარაქს“ და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

„მანამას“ ჩემპიონობა დიდად განაპირობა ქართველი ფორვარდის თამაშმა. ცქიტიშვილმა საჩემპიონო მატჩში საუკეთესო შედეგი აჩვენა - 23 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა და მანამელთა გამარჯვებაში უდიდესი წილი დაიდო. ბოლო პერიოდის წინ ქართველი ფორვარდის გუნდი 9 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა გადამწყვეტი მეოთხედი 29:18 მოიგო და საბოლოოდ 2 ქულით - 81:79 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ცქიტიშვილი ასევე არის ლიბანისა და ირანის ჩემპიონი. 2002 წელს ნბა-ს დრაფტზე მე-5 ნომრად აყვანილი და ამერიკის პროფესიულ ლიგაში 6 წლის განმავლობაში ნათამაშები ცქიტიშვილი ბოლო წლებია აზიის ქვეყნებში წარმატებით ასპარეზობს. ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა ნიკას ნათამაშები აქვს იაპონიასა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:57 | 21.04.2017
federer (17) (12136)

4-5 ნომერია ნიკა და მაღლებში მსგავსი ტიპის მოთამაშე არ გვყავს.
გვყავს ტიპიური 4 და ტიპიური 5 ნომრები და თანამედროვე სპორტში უნივერსალიზმი რამდენად ფასობს ყველამ კარგად უნდა იცოდეს

18:27 | 21.04.2017
sabonis (7127)

შერმადინი, რომ ხოდზე ვერ იყო მაშინ არ ქონდა მას, რომ უდოდა იმდენი დრო და ახლა რავი, 4-ზე თოკოა კიდე, ახალგაზრდა ბურჯანაძესაც მომატებული აქ. გამოგვადგება, როგორ არა მარა, მას წამყვანი როლი უნდად.

17:17 | 20.04.2017
neeskensi (2384)

თამაშის ბედი ცქიტოს 3-ქულიანმა გადაწყვიტა დამთავრებამდე 45 წამით ადრე...2:11:10-იდან უყურეთ...

17:18 | 20.04.2017
neeskensi (2384)

https://youtu.be/Hq6V1ETt2Yk

23:25 | 20.04.2017
პანტელეიმონი (3285)

მართალია ძნელია ერთი მატჩის ყურებით აზრის ჩამოყალიბება, მაგრამ მგონია რომ ლიბანის ჩემპიონატზე დაბალი დონია ბაჰრეინის ჩემპიონატი.
გული მწყდება, რომ ნიკას თავის დროზე არ მიეცა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება. ეხლა თუ გამოადგება გუნდს არ ვიცი. თუმცა ყველაფერი პირველ რიგში ზუროსის და პირადად მისი გადასაწყვეტია, თუ რა თქმა უნდა კიდევ შერჩა პატრიოტიზმის გრძნობა.

14:22 | 21.04.2017
eke99 (990)

მასე ორივეზე არც თუ ისე ნაკლებად დაბალი დონეა სუპერლიგაც მაგრამ ზოგ ზოგიერთები ჯიუტად ხვდებიან ნაკრებში .

20:40 | 20.04.2017
paatabasket (1195)

გაიხარე

16:06 | 20.04.2017
eke99 (990)

ფოტო რითია გადაღებული ? 2002 ში უკეთესად იღებდა ჩემი მობილური

16:04 | 20.04.2017
eke99 (990)

ჯერ ერთი 6 წელი ნბა ში არ იყო არამედ 4 სეზონი ითამაშა 6 გუნდში. მეორეც ერთი საქართველოში მყოფ ნებისმიერ მძიმე ფორწარდს თუ ცენტრს გადაიწნავს ფეხზე , რა თქმა უნდა ნაკრებში უნდა იყოს და და უნდა ყოფილიყო. ამბიციებს რომ გაჰკივის ბევრი , ზუსტად რომ 20 წუთის თამაშის ამბიცია ნამდვილად უნდა ჰქონოდა და იმსახურებდა. ბევრი იყო და არის ნაკრებში ისთი რომ საერთოდ არ უნდა იყოს

16:05 | 20.04.2017
eke99 (990)

პ/ს 4 სეზონი ითამაშა 4 გუნდში

14:41 | 20.04.2017
dinamo222 (3652)

დადის ასე ქვეყბიდან ქვეყანაში და აგროვებს ოქროს მედლებს თამაშს რო დაამთავრებს ოქროს ბირჟაზე დაიწყებს მუშაობას DDD

14:28 | 20.04.2017
federer (17) (12136)

დააბრუნეთ ეს კაცი ნაკრებშიი
სადაც არ უნდა თამაშობდეს ისეთI სტატისტიკა აქვს კი შეიძლება ამ კაცისგან სარგებლის მოტანაა

15:40 | 20.04.2017
sabonis (7127)

თუ არ უნდა, როგორ დააბრუნონ? მე როგორც წავიკითხე თვითონაა უარზე.

20:40 | 20.04.2017
paatabasket (1195)

კი

14:18 | 20.04.2017
კორბენ კირილეს ძე კვინტრაია (8410)

აბა ჰე ნიკოლოზ. ყატარი, ბუტანი და ნეპალიც მოიარე და აზიარე ჭეშმარიტ კალათბურთს !!!
ეს მიკლუხო-მაკლაი არ დავინახო ნაკრებში DDDDDDDDD

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.096171