თამაშგარე

15:17 | 20.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

მონიკა აპორას ესმის “საგანი”

ბრაზილიაში თავისი თავაშვებულობით ცნობილი სპორტული ტელეწამყვანი მონიკა აპორა მიუხედავად იმისა, რომ ნამეტნავად ეპატაჟური და გავისმქნევი ვინმეა, ფაქტია რომ სპორტი და განსაკუთრებულად კი ფეხბურთი ძალიან კარგად ესმის და ხან ისეთ ჭკვიანურ რამეებს იტყვის, ბევრ “ექსპერტსაც” კი რომ გააოცებს.

ამასწინათ, მონიკამ განაცხადა, რომ ბრაზილიის დღევანდელი საფეხბურთო ნაკრები მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებს და ხალხმა თითქმის უკვე დაივიწყა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მომხდარი უბედურება, ეს გუნდი არ თამაშობს ბრაზილიურ ფეხბურთს და სხვათა მიმბაძველობა ბრაზილიას საბოლოო ჯამში კარგს არაფერს მოუტანს.

რამდენად გამართლდება მონიკა აპორას ასეთი თამამი განცხადებები და პროგნოზები - ამას ყველანი ერთად აუცილებლად ვნახავთ, მაგრამ, ის კი ფაქტია, რომ როდესაც სენიორიტა მონიკა კამერის წინ ნიფხვისამარა პოზირებს, მხოლოდ ამძუვნებულ მამრებზე არ ფიქრობს და მისი ფიქრნი სერიოზულ თემებსაც კოხტად ეხება.

0.117211