სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ძიუდო

10:53 | 20.04.2017 | ნანახია 3674 - ჯერ

ევროტატამი გაშლილია - 5 ქართველი იწყებს

დღეს, ვარშავაში ძიუდოში ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი იწყება. ოთხდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს მედლების 5 კომპლექტი უნდა გათამაშდეს. მამაკაცებში 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში შეივსება საპრიზო სამეულები, ქალებში - 48, 52 და 57 კილოგრამებში.

საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე 60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ოლღა ალადოშვილი (48 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ჩაებმებიან.

60 კილოგრამის სატურნირო ბადეში სულ 25 ძიუდოისტი ჩაეწერა. 28 წლის ამირან პაპინაშვილი მათ შორის მეორე ნომრადაა განთესილი. ევროპის 2013 წლის ჩემპიონი და 3-გზის პრიზიორი საქმეში მეორე წრიდან - მერვედფინალიდან ჩაებმება. იქამდე კი მისი სავარაუდო მეტოქეები - ფრანგი სედრიკ რევოლი და სომეხი ჰოვანეს დავთიანი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეთაგან ბრიტანელი ეშლი მაკკენზი უნდა გამოვარჩიოთ. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში კი პაპინაშვილი შესაძლოა ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს ან ბულგარელ იანისლავ გერჩევს დაეჭიდოს.

ევროპის ჩემპიონატზე უმსუბუქეს წონით კატეგორიაში პირველ ნომრად აზერბაიჯანელი ორხან საფაროვია განთესილი. სატურნირო ბადეში სწორედ მის მხარეს მოხვდა საქართველოსა და თბილისის გრან პრის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი. მათი გზები ნახევარფინალში იკვეთება. იქამდე კი ქართველმა ძიუდოისტმა ორი ბარიერი უნდა დაძლიოს.

პაპინაშვილის მსგავსად, ჩხვიმიანიც მერვედფინალით დაიწყებს, სადაც ებრაელ დანიელ ბენ დავიდსა და ესტონელ მარკ ცირკინს შორის უძლიერესს შეხვდება. მეოთხედფინალში კი დიდი შანსია, საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრს - ბეთქილ შუკვანს დაუპირისპირდეს, რომელიც ბოლო წლებში თურქეთისა ბექირ ოზლუს სახელით გამოდის.

66 კილოგრამში სულ 31 ძიუდოისტი შეიკრიბა და მათგან 30 ევროკონკურენციაში მეთექვსმეტედფინალიდან ჩაებმება. პირველ წრეში მხოლოდ ებრაელი ტალ ფლიკერი დაისვენებს, რომელიც ჩემპიონატზე პირველ ნომრადაა განთესილი.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი სწორედ ფლიკერის ბადეში მოხვდა და შესაძლოა, ფინალის საგზურის ბედი მათ უშუალო დაპირისპირებაში გაირკვეს. ნახევარფინალამდე კი მარგველაშვილს სამი ბრძოლა აქვს მოსაგები. შეჯიბრებას ესპანეთის ნაკრების წევრ გარ ურიარტესთან შეხვედრით გახსნის. თუ აჯობებს, მერვედფინალში სლოვაკი მატეჟ პოლიაკისა და კვიპროსელი ანასტასიოს კესიდისის წყვილიდან გასულს დაეჭიდება. მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეთაგან კი პირველ ყოვლისა პორტუგალიელი სერგიუ ოლეინიჩი უნდა გამოვარჩიოთ.

ოლღა ალადოშვილი პირველ წრეში დაისვენებს და ევროპირველობას მერვედფინალში ებრაელ ნოა მინსკერთან შეხვედრით გახსნის. ეთერ ლიპარტელიანს კი მეთექვსმეტედფინალში მეტოქედ უნგრელი იბოლია შიროკი ერგო.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12:55 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (101)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:55 | 20.04.2017
dinamo222 (3125)

რაც დრო გადის უკან უკან მიდის ჩვენი ძიუდო @@

18:29 | 20.04.2017
b.g (576)

ძიუდომ თქვა
https://www.youtube.com/watch?v=I8Hfsth9vYg

16:07 | 20.04.2017
გარეჯი (2885)

ლაშასაც არ აქვს ცუდი ბადე ნამდვილად ნახევარ ფინალში წესით უნდა გავიდეს და შეხვდეს ჰეიდაროვს.ზედა მხარეს იარცევი მოგუშკოვი ორუჯოვი დაჭამენ ესენი ერთმანეთს

16:00 | 20.04.2017
გარეჯი (2885)

ყველაზე მეტი მონაწილე 73 კგ ში არი 43 კაცია

15:48 | 20.04.2017
გარეჯი (2885)

მარგველაშვილმა რა შანსი გაუშვა ზანტარაიაზე გადიოდა ზანტარაია ის აღარ არი

15:48 | 20.04.2017
nugo-cule (77)

რომელ არხზე გავა ფინალები?

15:49 | 20.04.2017
გარეჯი (2885)

2 არხზე

15:46 | 20.04.2017
uchimata (322)

მშვიდობაძე მაგარი ბიჭია, მოუგებს წესით ორივეს. ნუ, ვის უნდა მარა მაინც ასე მგონია

15:50 | 20.04.2017
გარეჯი (2885)

არაფერი არ აქვს მაგარი მშვიდობაძეს აქმდე არაფრისთვის მიუღწევია

15:45 | 20.04.2017
mamuka-25 (238)

18.00-ზე იწყება საღამოს?

15:44 | 20.04.2017
გარეჯი (2885)

არც რეპეშადა არც ნახევარ ფინალები

15:44 | 20.04.2017
გარეჯი (2885)

რაღაც მართლა საღამოს ბლოკში არი ნახევარ ფინალები

15:43 | 20.04.2017
mamuka-25 (238)

ნახევარფინალები ეხლა არ იქნება?

15:42 | 20.04.2017
გარეჯი (2885)

ნახევარ ფინალები ეხლა უნდა იყოს ყოველთვის ეგრე იყო

15:40 | 20.04.2017
გარეჯი (2885)

შიხალიზაეს სუფთა იპონი გაუუქმეს

15:44 | 20.04.2017
mamuka-25 (238)

ეგ ოქროს ერთ-ერთი ფავორიტია

15:56 | 20.04.2017
გარეჯი (2885)

მეც ვქომაგობ კლუბ საგარეჯოს წევრია ბოლობოლო

15:39 | 20.04.2017
mindia (2206)

ნახევარფინალები საღამოს ბლოკშია ხო როგორც ჩანს?

15:37 | 20.04.2017
federer (17) (11075)

ქართული ფინალი მაგრი იქნებაა, სხვა ბიჭებზეც კარგად იმოქმედებს ფსიქოლოგიურად

15:40 | 20.04.2017
b.g (576)

გამარჯვება ზოგადად...ფნინალში 2 ქართველი საერთოდ....მაგრამ არ ვიჩქაროთ

15:36 | 20.04.2017
არჩილ სოხუმელი (2187)

რეხვიაშვილი 81 კგ.-ში. არ აჯობებდა ჩხრიკვიშვილიც წასულიყო? გუნდურისათვის მაინც ეჭიდავა.

15:41 | 20.04.2017
uchimata (322)

ჩხრიკვიშვილს დეპორტი აქვს შენგენში..

15:42 | 20.04.2017
b.g (576)

რატო მოიპარა რამე :-)

15:40 | 20.04.2017
mindia (2206)

ძიუდოს გვერდზე მიპასუხეს რომ ტრავმა აქვს ჭრიკიშვილს.

15:41 | 20.04.2017
გარეჯი (2885)

ტრამვა აქვს და თან 90 კგ

15:38 | 20.04.2017
federer (17) (11075)

არ იკადრებდა გუნდურში ჭიდაობას

15:35 | 20.04.2017
გარეჯი (2885)

შუკვანმა ქვეყნიდან ქვეყანაში სირბილში რაც იყო იმის ნახევარიც აღარ არი

15:33 | 20.04.2017
gauchooo (113)

ეგ გავიგე პაპინა და ლუხუმა ხვდებიან?

15:34 | 20.04.2017
b.g (576)

თუ თითოც მოიგეს კი

15:32 | 20.04.2017
b.g (576)

ეხ ვაჟა რა ოქრო დაკარგე სულელურად

15:31 | 20.04.2017
mindia (2206)

ანუ სამი ქართველია ნახევარფინალში, ერთი "წარმოშობით"ი

15:31 | 20.04.2017
gauchooo (113)

ერთმანეთს ხვდებიან?

15:30 | 20.04.2017
mindia (2206)

ორი ნახევარფინალი 60-ში, კარგი შედეგია ძალიან.

15:30 | 20.04.2017
არჩილ სოხუმელი (2187)

რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში მყოფი მშვიდობაძე რუსეთში დაბადებული ქართველია თუ საქართველოდანაა წასული?

15:28 | 20.04.2017
sanzona (543)

უზნაძეს არ გადაუკეთეს გვარი თურქებმა?

15:30 | 20.04.2017
b.g (576)

უზნუღლუ

15:27 | 20.04.2017
kila (379)

ეხლა გარუსებული ქართველის ჯერია,ქართული ფინალის სუნი მცემს!!!!!

15:33 | 20.04.2017
b.g (576)

წაგების რათქმაუნდა

16:10 | 20.04.2017
kila (379)

აბა რააა

15:26 | 20.04.2017
mindia (2206)

ძაან აჯობა ჩხვიმიანმა, ცოტა გამიკვირდა.

15:26 | 20.04.2017
sanzona (543)

მაკკენზი - ძიუდოისტის პაროდია!

15:26 | 20.04.2017
b.g (576)

კაროჩე ნაღდი ქართული მინდა,უნდა მევიგოთ უეჭველი

15:28 | 20.04.2017
b.g (576)

მშვიდობოვსკი და შუკვანოღლი არ გვინდა...როცა ორი ნაღდი გვყავს საფინალოდ

15:25 | 20.04.2017
nugo-cule (77)

ორი ნახევარ ფინალისტი კაია მაგრამ ვაჯას მეტი შეეძლო, ლიპარტელიანი ჯერ პატარაა და ერთი შეხვედრის მოგებაც კაია

15:25 | 20.04.2017
b.g (576)

ეჰე,ქართველმა სვანმა მეიგო..მიშგუ ლადეღ სი!

15:25 | 20.04.2017
federer (17) (11075)

3 ქართველია ნახევარფინალში გასულიი

15:24 | 20.04.2017
kila (379)

ორივე ნახევარფინალშია,მაგარია ,ხასიათი გამოგვიკეთდა,ჩვენმა სვანმა თურქ სვანს მოუგოოოოო!!!!!!

15:25 | 20.04.2017
federer (17) (11075)

თურქი სვანის დრო წავიდა უკვეე

15:23 | 20.04.2017
mamuka-25 (238)

ჩხვიმიანს ყოჩაღ! მაგრად იჭიდავა. აი პაპინაშვილი რას ცოდვილობს ვერ გავიგე!

15:20 | 20.04.2017
mindia (2206)

ასეთ ჩმორულ სტილში მოჭიდავეს დაწყებამდე უნდა მოხსნან.

იგივენაირად წააგო ერთერთ ტურნირზე ჩხვიმიანმა თუ გახსოვთ, ასეთ ჩავარდნებს აკეთებდა მეტოქე, ვითომ ილეთის მცდელობა რომ ჰქვია რა.

15:38 | 20.04.2017
beso68 (2271)

დიუსელდორფის ტურნირზე მოხდა, გერჩნევი იყო, ბულგარელი, ანტიჭიდაობას ჭიდაობდა, თუმცა ჩხვიმიანსაც არაფერი გაუკეთებია. ეხლა პაპინას ხვდება ნახევარფინალში

15:23 | 20.04.2017
federer (17) (11075)

ვისზე ლაპარაკობ ვერ მივხვდიი?

15:27 | 20.04.2017
mindia (2206)

ხო რა თქმა უნდა მაკენზიზე, სიტყვით ვერ ავხსნი როგორ მეზიზღება ეგეთი შიდოსტილი მოჭიდავეები.

15:25 | 20.04.2017
sanzona (543)

მაკკენზიზე

15:20 | 20.04.2017
federer (17) (11075)

პაპინამ აქტიურობით მოიგო რას მოვესწარით

15:17 | 20.04.2017
gauchooo (113)

ძმურად დაწერეთ რა ხდება ვმუშაობ

15:21 | 20.04.2017
federer (17) (11075)

გოგოებმა წააგეს
მარგველამაც წააგო
და ჩხვიმიანი და პაპინა მიიწევენ წინ

15:16 | 20.04.2017
ლილუ, ცოტა ნაზად... ( KORBEN ) (6576)

რა მოხდა ? იქით დაადეს ვეტო მარგველაშვილს ? DDDDDDDD

15:12 | 20.04.2017
kila (379)

მიდი ამირან!!!!

15:02 | 20.04.2017
sanzona (543)

ვინმე ძლიერთან რომ წაეგო კიდე ჰო. ვინ ჩემი ფეხებია სლოვაკი პოლიაკი

15:01 | 20.04.2017
beso68 (2271)

ერთი შეცდომა და ყველაფერი წყალში ჩაიყარა....ეჰჰჰ

მეტის ნახვა
სარეკლამო ადგილი - 4
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.124012