სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ისტორია

9:03 | 20.04.2017 | ნანახია 785 - ჯერ

20 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1986 – დაიბადა ვლადიმერ დვალიშვილი. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების, თბილისის “დინამოს”, რუსთავის “ოლიმპის”, რიგის “სკონტოს” (42 მატჩი, 22 გოლი), ჰაიფას “მაკაბის” (76 მატჩი, 35 გოლი), ვარშავას “პოლონიას” (27 მატჩი, 10 გოლი), “ლეგიას” (34 მატჩი, 15 გოლი), “ოდენსეს”, "პოგონის" , "ატირაუს" ფორვარდი. 2005 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი. მოპოვებული აქვს ისრაელის და პოლონეთის ჩემპიონობა. ჰაიფელთა რიგებში გამოსვლისას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიტანა 4 გოლი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 34 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ჩაატარა 5 მატჩი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1920 - ბელგიის ქალაქ ანტვერპენში, თანამედროვეობის მეშვიდე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. მაისში მონაწილეობა 29 ქვეყნის 2 607-მა სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველობა აშშ-ის ნაკრებმა მოიპოვა (41 ოქრო, 26 ვერცხლი, 26 ბრინჯაო). მეორეზე შვედეთის წარგზავნილები გავიდნენ (17, 19, 25), მესამეზე კი, დიდი ბრიტანეთის სპორტსმენები.

1920 - საბერძნეთის ქალაქ სალონიკში თურქეთიდან ემიგრირებულმა ბერძნებმა საფეხბურთო კლუბი პაოკ-ი დააარსეს. გუნდი 1976 და 1985 წლებში საბერძნეთის ჩემპიონი გახდა, 1972, 1974 და 2003 წლებში კი ქვეყნის თასს დაეუფლა.

1960 - საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მატჩში, ტაშკენტის “ფახთაქორის” ფეხბურთელებმა ლენინგრადის “ზენიტთან” სამი ავტოგოლი გაიტანეს.

1966 - საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრებში უკანასკნელი მატჩი ჩაატარა მიხეილ მესხმა. იმ დღეს საკავშირო ნაკრები შვეიცარიას 2:2 დაუზავდა. სულ მესხმა სსრკ-ის ნაკრებში 36 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

1977 - “ლივერპული” ინგლისური კლუბებიდან რიგით მესამე იყო, რომელმაც ევროთასების ფინალის საგზური მოიპოვა. ჩემპიონთა თასის გათამაშების ნახევარფინალში, ორი მატჩის ჯამში, მერსისაიდელებმა “ციურიხს” 6:1 მოუგეს. გადამწყვეტ შეხვედრაში, “ლივერპულმა” მიონხენგლადბახის “ბორუსია” დაამარცხა (3:1).

1985 - კარლოს ლოპესმა მარათონულ რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:07:12).

1986 - მაიკლ ჯორდანმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი ოფის მატჩში, სარეკორდო რაოდენობის ქულა (63) მოაგროვა.

1995 - ლონდონის “არსენალის” გოლკიპერმა დევიდ სიმენმა თასების თასის გათამაშების ნახევარფინალის მატჩის შემდგომ გამართულ პენალტების სერიაში, გენუის “სამპდორიას” სამი თერთმეტმეტრიანი აუღო, რისი წყალობითაც “მეთოფეებმა” ფინალში გააღწიეს.

1996 - “ჩიკაგო ბულზმა” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ ჩემპიონატში სარეკორდო რაოდენობის 72-ე მატჩი მოიგო.

2005 - ბელგიური “ანდერლეხტის” მთავარ მწვრთნელად ფრენკ ვერკაუტერენი დაინიშნა.

2006 - უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად პეტერ ბიჟიკი დანიშნა.

2007 - სოფიაში გამართულ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, მანუჩარ კვირკველიამ (74 კგ) და რამაზ ნოზაძემ (96 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.

2009 - “კლივლენდ კავალიერზის” დამრიგებელი მაიკ ბრაუნი ნბა-ს სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

2010 - უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში მილანის “ინტერმა” “ბარსელონას” 3:1 მოუგო.

2014 - “ლივერპულმა” (”ნორვიჩს” გასვლზე 3:2 სძლია) ზედიზედ მე-11 მატჩი მოიგო. მანამდე პემიერლიგაში “წითლების” რეკორდი 10 მოგებით 2005-06 წლების სეზონით თარიღდებოდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1929 - ალექსანდრე კილაძე. თბილისის ტოდოსა და “დინამოს” კალათბურთელი. ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962). საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1953, 1954). სამჯერ ვერცხლის მედლის მფლობელი (1959, 1960, 1961) და ბრინჯაოს პრიზიორი (1952). საკავშირო თასის მფლობელი (1951). თბილისის “დინამოს” მწვრთნელი (1964-66, 1969-70), სპორტის დამსახურებული ოსტატი და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი. ალექსანდრე კილაძე გარდაიცვალა 1999 წლის 23 თებერვალს.

1931 - ავთანდილ ჭკუასელი. თბილისის “დინამოს” ფორვარდი (1950-59). საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებისა და ხალხთა სპარტაკიადის ვერცხლის პრიზიორი. 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადის მონაწილე. მუშაობდა საქართველოს სპორტკომიტეტში სამმართველოს უფროსად. Gგარდაიცვალა 1994 წელს.

1938 - ბერნარ მალივო (საფრანგეთი). ნიჩბოსნობაში 1952 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1943 - ფლერი დი ნალო. “ლიონის” რეკორდსმენი საფრანგეთის პირველ დივიზიონში გატანილი გოლების რაოდენობით (182 413 მატჩში). საფრანგეთის თასის სამგზის მფლობელი.

1949 - ირაკლი ჯაფარიძე. ციგურებით ფიგურულ მოსრიალეთა შორის საქართველოს პირველი და რვაგზის ჩემპიონი (1961-68). საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ჭაბუკთა შორის (1963). საკავშირო ნაკრების მწვრთნელი (1973-85). წვრთნიდა ბულგარეთისა (1988-90) და ხორვატიის (1990-93, 1996-97) ნაკრებებს. თბილისის საციგურაო სკოლის დირექტორი (1997 წლიდან). საქართველოს ფიგურული ციგურაობის ასოციაციის პრეზიდენტი (2002 წლიდან). ირაკლი ჯაფარიზე მრავალი ქართველი მოციგურავის აღმზრდელია.

1950 - უმბერტო კოელიო. პორტუგალიის, მაროკოსა და სამხრეთ კორეის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდების მწვრთნელი. ფეხბურთელობისას იცავდა ლისაბონის “ბენფიკას” ღირსებას. ქვეყნის რვაგზის ჩემპიონი და თასის ექვსგზის მფლობელი. პორტუგალიის ნაკრებში ჩაატარა 64 მატჩი და 39 შეხვედრაში გუნდის კაპიტანი იყო. 1974 წელს დაასახელეს პორტუგალიის საუკეთესო ფეხბურთელად.

1959 - ბორის კოკორევი. საბჭოთა ტყვიის მსროლელი. ოლიმპიური ჩემპიონი.

1962 - ვლადიმერ ლიუტი. საბჭოთა კავშირის ნაკრების, დნეპროპეტროვსკის “დნეპრის,” “შალკეს,” “დუისბურგის,” “ბოხუმის,” “ბურსასპორის” ფეხბურთელი. 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოსა (1990) და ევროპის (1992) ჩემპიონატების მონაწილე. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1983, 1988) და თასის მფლობელი.

1968 - ელენა ვიალბე. საბჭოთა მოთხილამურე. მსოფლიოს თოთხმეტგზის ჩემპიონი.

1970 - აბელარდო. “ხიხონის,” “ბარსელონასა” და “სარაგოსას” ფეხბურთელი.

1974 - ადრიან ილიე. რუმინეთის ეროვნული ნაკრების, “სტიაუას,” “გალათასარაის,” “ვალენსიას,” “ალავესის,” “ბეშიქთაშისა” და “ციურიხის” ფეხბურთელი. რუმინეთის ნაკრებში ჩაატარა 55 მატჩი, გაიტანა 13 გოლი. რუმინეთის ოთხგზის ჩემპიონი და თასის ორგზის მფლობელი. თურქეთის ორგზის ჩემპიონი. ესპანეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი.

1976 - სტივ ფინენი. ირლანდიის ეროვნული ნაკრების, “ფულემისა” და “ლივერპულის” ფეხბურთელი.

1986 – დაიბადა ვლადიმერ დვალიშვილი. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების, თბილისის “დინამოს”, რუსთავის “ოლიმპის”, რიგის “სკონტოს” (42 მატჩი, 22 გოლი), ჰაიფას “მაკაბის” (76 მატჩი, 35 გოლი), ვარშავას “პოლონიას” (27 მატჩი, 10 გოლი), “ლეგიას” (34 მატჩი, 15 გოლი), “ოდენსეს” , "პოგონის", "ატირაუს" ფორვარდი. 2005 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი. მოპოვებული აქვს ისრაელის და პოლონეთის ჩემპიონობა. ჰაიფელთა რიგებში გამოსვლისას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიტანა 4 გოლი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 34 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ჩაატარა 5 მატჩი.

ამ დღეს გარდაიცვალა

1984 - ხრისტო პროდანოვი. პირველი ბულგარელი ალპინისტი, რომელმაც ევერესტზე ასვლა შეძლო. 41 წლის პროდანოვმა ეს 1984 წლის 20 აპრილს ჟანგბადის ბალიშის დახმარების გარეშე მოახერხა და დაშვებისას ტრაგიკულად დაიღუპა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:21 | 21.04.2017
zura-mesi (5400)

შემოვხაზე წითლად კალენდარში!!!!

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.12039